საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
112 გამოვდივართ
912-ს
17 მარტი 2016 16:57
0
ეგ იმის ბრალია,მარტო თბილისი რომ გგონიათ საქართველო,დავიჯერო რეგიონში ერთი ფეხბურთელი მაინც არ მოიძებნა უკეთესი?ვაი ჩვენს პატრონს
levani
17 მარტი 2016 16:52
0
როგორც ჩვენი ქვეყანა შენდება და წინ მიდის ისეა ფეხბურთის საქმეც!
უნდა აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
17 მარტი 2016 16:48
0
კვლავ შეაყარე კედელს ცერცვიო და მთქმელს კი გამგონიო ამ მესიჯებს ვინმე კითხულობს ვისაც ეხება თქმული,ასე .... კი სულ უკან უკან ვივლით . ყველაფერში.ისევ ცარიელი ტრიბუნები,ფედერაციას დრო არ ჰქონდა ქართველი ბავშვები მოეწვიათ თბილისის სკოლებიდან,სამამულისშვილო დევიზებითი დაინტერესებით-სკოლების,კოლეჯების რექტორებთან შეთანხმებებით.გუნდი სუსტია ,შეუთამაშებელი, სელექცია უვარგისი .კარგი თინეიჯერებისათვის საჭირო ევრო მწვრთნელები გვჭირდება ,ხელი-ხელს ბანს და ძმაკაცურ ურთიერთობათა გარეშე ,ყველა ასაკობრივში და დღევანდელი მწვრთნელების მიერ კი " დაოთხილით" ძებნა,საქართველოს ქალაქებში მივლინებებით, ,მართლა უძლიერესი ბიჭების,ეროვნულად სანაკრებო ბიჭების შერჩევისათვის.ამ ასაკისათვის უკვე ყველა ქართული ქალაქის ასაკობრივ გუნდებში,სადაც ფეხბურთის გუნდები არის,მთელმა ქალაქმა და ადგილობრივმა მწვრთნელებმა, კარგად უწყიან ვინ არის უძლიერესი ,ჩვენს შემთხვევაში ფეხბურთში ,ან სხვა,უკლებლივ ყველა სახეობებში,ჰოდა გაანძრიონ ერთი ადგილი და ავტორიტეტულ ქართველ ფეხბურთელებთან აზრთა შეჯერებით,მათი კონკრეტული რჩევების გათვალისწინებით ღირსეილი ნაკრებები შეჰქმნან ვაი სელექციონერებმა,ან სხვა საქმე ჩააფლავონ თავისი დღევანდელი არაფროფესიანული უმოქმედობით და უვარგისობით,და სასურველია არა სანაკრებო ეროვნულ,ლოკალურ დონეზე იუვარგისონ,ან სულაც შეწყვიტონ უსარგებლობა მავნებლური საჯაროდ არაფრობით
amgvari komentarebia dasabewdi statiad!
17 მარტი 2016 16:41
0
რომ მოეგოთ ცაში აიყვანდით და რომ წააგეს ნუ ლანძღავთ 16 წლის ასაკში თქვენ რისი მაქნისები იყავით გაიხსენეთ და მერე ილაპარაკეთ
912
17 მარტი 2016 16:34
0
რატომ უნდა დაიხარჯოს გადამხდელების ფული ამ სვარკის ყურებისათვის. არ ჯობია ის მილიონები, რომელიც ფეხბურთის განვითარებისათვის არის განსაზღვრული პენსიების გადიდებაზე მიემართოს! ვგონებ ასე აჯობებდა.
lile
17 მარტი 2016 16:32
0
ღარიბი ადამიანივით ვართ როგორც გულშემატკივრები ისე ფეხბურთელები. როგორც სიღარიბემ იცის შეჩვევა და სულ მცირედით კმაყოფილდები, იგივე ხდება ფეხბურთშიც. ოთხ წელიწადში ერთხელ საშუალო დონის გუნდს მოუგებთ (შოტლანდიის მაგალითი) და კმაყოფილებისაგან არ ვიცით რა ვქნათ. ამას ჭაობიც არარ ქვია, ეს არარაობაა.
mebo
17 მარტი 2016 16:30
0
16 წლის ბიჭს რო ეჯიბრება მთელი ფედერაცია და სკამზე უზით ,,ასათა,,არ მიკვირს
gela
17 მარტი 2016 16:28
0
საქართველო-იტალია 3-0
gigi
17 მარტი 2016 16:26
0
ამათ კობი კი არა, ბერლუსკონი ვეღარ უშველის თავისი ფულადი რესურსით და მაურინიოსა და კაპელოს თანხლებით.
bibi
17 მარტი 2016 16:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული