11:53 21-03-2016
U17. საქართველო-იტალია 0:1 - უქულოდ დავასრულეთ [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უიმედოდ არ ყოფილა. გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა აგერ, მერამდენედ ვეღარ ვივარგეთ გადამწყვეტ ფაზაში.
მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში ჩამოვრჩით და კაცნაკლულნიც დავრჩით - არბიტრმა ლევან ხარაბაძეს უხეშობა არ აპატია და მოედნიდან გააძევა.
ქართველთაგან ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ ლაშა ოზბეთელაშვილს, რომელსაც მეკარემ არ გაატანინა.
მატჩის შემდეგ
ვაილ მაისურაძე:
"ჩვენ დღეს ვეთამაშეთ ევროპის ერთ-ერთ გრანდს, უძლიერეს ნაკრებს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ. იტალიელებს ჰქონდათ ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ ჩვენ თავი არ შეგვირცხვენია...
ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ ფეხბურთელები ვერ გამოვიყენეთ. აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე და იმასაც არ ჰქონდა გამოცდილება. ნაკრებში რომ მოხვდეს, ფეხბურთელმა სადმე ხომ უნდა ითამაშოს? ან დუბლებში, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18 კაცში მაინც ხომ უნდა მოხვდეს?..
გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი ნული ქულისთვის. ბიჭებს ვერაფერში დავადანაშაულებ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რომ არა სასტარტო მატჩში დასანანი მარცხი, მჯერა, მეტს შევძლებდით. ისე კი, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა...
დაიწერა, ცოტა ხნის წინათ ამ ნაკრებმა რუსეთის იმ გუნდს მოუგო, აქ რომ ჩამოვიდა და დაგვამარცხაო. ბოღმით არა, სიყვარულით გეტყვით - იმ გუნდიდან დღეს ამ რუსეთის ნაკრებში აღარავინაა დარჩენილი. ის უფრო სკოლების ნაკრები იყო".
მართალია, მეორე შეხვედრაში რუსეთმა დაამარცხა ბოსნია, მაგრამ ჩრდილოელთათვის მინიმალური ანგარიშით გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან ერთად ბოსნიელები ითამაშებენ.
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. III ტური
20.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-იტალია 0:1
გოლი: 0:1 ფრატეზი (46)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე (65. ნინუა), ჩაკვეტაძე, ასათიანი, დავითაშვილი (57. გულბანი), სპანდერაშვილი (36. ოზბეთელაშვილი).
სათადარიგოები: კერესელიძე, კასრელიშვილი, ანდრონიკაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
იტალია: პლიცარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტონი, სეტოლა, მარკუჩი, ოლივიერი (80. გაბია), მილიტარი, ფრატეზი, კინი, სკამაკა (75. გორი).
სათადარიგოები: კოპოლა, პინამონტი, მელეგონი
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
გაფრთხილება: ქავთარაძე (19), მარკუჩი (32), ფრატეზი (80)
გაძევება: ხარაბაძე (53)
არბიტრი: ა. დეივი (ჩრ. ირლანდია).
20.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ბოსნია-რუსეთი 1:2
გოლები: 0:1 ლაცევიჩი (12), 1:1 ჰაჯიჩი (28), 1:2 გრულევი (66)
ბოსნია: ვასილიი, ბეშირევიჩი, სელიკოვიჩი, ველიჩი, რეშიჩი (63. პეტრიჩი), კოვაჩი, ველაჯიჩი (77. შაბაჯანოვიჩი), ბ. ჰაჯიჩი, ნ. ჰაჯიჩი (80. ვულეტიჩი), სადიკუ, ვლადიჩი.
სათადარიგოები: დუიმოვიჩი, მეჰულიჩი
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი
რუსეთი: საფონოვი, ზახაროვი, გოლუბევი, ბოროდინი, ისაევი (60. პაცევი), უტკინი, სულეიმანოვი (65. იაკოვლევი), რუდენკო (49. იგნატიევი), ლაცევიჩი, გრულევი, გორბულინი.
სათადარიგოები: კოსარევსკი, ლუკიანჩიკოვი, ვოლკოვი, ვოლოდკინი
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
გაფრთხილება: გორბულინი (12), ლაცევიჩი (59)
გაძევება: ლაცევიჩი (76)
არბიტრი: ფ. კარაკო (უნგრეთი)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 0 1 5-1 6
2. ბოსნია 3 2 0 1 4-3 6
3. რუსეთი 3 2 0 1 3-5 6
4. საქართველო 3 0 0 3 1-4 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ კაცს იმას ვერჩით რო თუ არ ყოფნიდა დრო რას დათანხმდა მუჯირს ვერ გაუტეხა ხათრი? ფეხბურთი ავკრძალოთ საქართველოში ხალხს ანერვიულებთ მეტი არაფერია მე ვახოს დავაბრალებდი ის ხო იცნობდა ამ ნაკრებს მაგრამ აქედან ბევრი არ ევასებოდა
0
0
ras erchit maisuradzes? ert tveshi moamzadebda pizikurad chamorchenil gundds....am yvelapers clebi chirdeba.teqnikurad ki chveni gundi yvelas jobda.rac sheexeba elitraundamde tamashebs,mashin bevrad dabali donis gundebi iyo.ver naxet italiis da bosniis pexburtelebi pizikurad rogori dzlierebi iyvnen...amistvis ki kargi kveba da pizikuri momzadebaa sachiro...romelic chvens pexburtelebs akliat.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული