გია გეგუჩაძე: მსურს, ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მივაქციოთ

AutoSharing Option
დღეს, 22 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა.

გეგუჩაძეს პრესკონფერნციაზე თან ახლდა ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი 23 მარტს, 21:00 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გია გეგუჩაძის თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს სან მარინოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე გველის ხვალ. მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებ ნაკრებში, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება დადებითი შედეგის მიღწევა. ის ფეხბურთელები, ვინც დღეს გვყავს, მჯერა ხვალინდელ მატჩში დასახული მიზნის
მიღწევას შეძლებენ, მიზანი კი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.

ჯგუფში რთული შეხვედრები გველის, თუნდაც სტუმრად შვედეთთან.

თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ.
საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის. 

ჩემი დიდი სურვილია დიდი ყურადღება მივაქციოთ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, რათა მათ მოტივაცია გაეზარდოთ", - განაცხადა გეგუჩაძემ.

ოთარ კიტეიშვილი: "ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ყველა ჩვენგან განსაკუთრებულ თამაშს ელოდება. მართალია, სან მარიოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში მყოფი გუნდებიდან შედარებით სუსტია, მაგრამ მეტოქეს სიძლიერით არ ვაფასებთ - მოსაგებად გავალთ ნებისმიერ მეტოქესთან. იყო დასანანი მარცხები, შეგვეძლო მეტი ქულის აღება, მაგრამ რას ვიზამთ, შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ..."
მკითხველის კომენტარები / 2 /
Kiteishvilis dari fexburtelebi daamshvenebs zustad qartul fexburts da mis stadionebs,umagresi bichia...
ubralod duru
02:13 23-03-2016
0
მიდი გეგუჩ, მიაწექი...კიდევ ერთხელ დაუმტკიცე ყველას რა მწვრთნელი ხარ.
murtalo
03:26 23-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული