გია გეგუჩაძე: გამოჩნდა, ვის შეგვიძლია მომავალში დავეყრდნოთ

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, ზესტაფონში საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდულ გუნდთა დაპირისპირების შემდეგ, ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელებმა ზესტაფონში დღეს უკრაინელებს უმასპინძლეს. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

"საკმაოდ შინაარსიანი შეხვედრა გამოდგა. ჩვენი მიზანი იყო ყველა იმ ფეხბურთელის გამოძახება ამ მატჩისთვის, ვინც იყო და, მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ რას ვიზამთ. ბევრი შეცდომა იყო და სამუშაო გვაქვს, მაგრამ გამოჩნდა, ვისზე შეიძლება ხვალ-ზეგ დაყრდნობა და ეს კარგია.

თავის დაცვას ყოველთვის გუნდურად ვცდილობთ, მაგრამ ბევრი შეცდომა იყო დღეს
დაცვის ხაზში. ეს ყველაფერი შეგვიძლია შეუთამაშებლობას, გარკვეული კონცენტრაციის დაკარგვას დავაბრალოთ.

ვისაც შეუძლია დადგეს და საქართველოს ღირსება დაიცვას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ყველას მოვიწვევ ნაკრებში და ითამაშებს", -  განაცხადა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც შეუძლია დადგეს და საქართველოს ღირსება დაიცვას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ყველას მოვიწვევ ნაკრებში და ითამაშებს", - განაცხადა გეგუჩაძემ.
--------------------------
მოკლედ დავაკოპირე
ეს მგონია მაინც ვაჩიბერეძეზე თქვა გეგუჩაძემ, ვნახოთ
datia
21:40 28-03-2016
0
მე მაქვს სურვილი, იმედია მიმიწვევს
nodarichi123
10:22 29-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული