U21. საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მოგება ხელიდან ბოლო წამს გაუშვა

AutoSharing Option
28 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ავდარში გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გაუშვეს - 3:3.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე უკრაინელები წინ ედუარდ სობოლმა გაიყვანა. გეგუჩაძის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს - 22 წუთზე გატანილი გოლით რომან ჭანტურია გამოირჩა.

27-ე წუთზე ანგარიშში კვლავ უკრაინელები დაწინაურდნენ, რომან იარემჩუკის გოლით, თუმცა მასპინძლებმა ისევ სწრაფად გაათანაბრეს - 35 წუთზე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შესვენებამდე კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ქართველი
ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე კიტეიშვილის წაქცევისთვის 11-მეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ხარაიშვილმა უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა. მანამდე სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა...

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ლევან შენგელიას მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით შეეძლო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე უკრაინელებმა მაინც გაიტანეს. გოლით კი უკრაინელთა ქართველი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე 90-ე წუთზე გამოირჩა. საბოლოოდ ფრე - 3:3.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ჯგუფში შეხვედრა 3 ივნისს, სტუმრად შვედეთთან უწევს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
გუნდი პროგრსირბს. იმედები გაჩნდა!
zaza
20:18 28-03-2016
0
არაფერია,ხარისხი ჩანდა, შესაძლებელია მეტიც, ხარაიშვილი უცბად გაელვების ვარსკვცლავს უფრო აგავს ვიდრე ჩამოყალიბებად პროფესიონალს,როგორც ზივზივაძე და სხვებია არიან.
პერსპექტივა ამ კოლექტივს აქვს.
Guadua
20:37 28-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული