გიორგი არაბიძე: ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

AutoSharing Option
სიმართლე ვთქვათ, ამას წინათ ესპანეთში ჩატარებულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის შეხვედრებიდან სასწაულს არავინ ელოდა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ (1:1) ითამაშა მასპინძლებთან, ხოლო ინგლისსა და საბერძნეთთან ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

ინგლისთან ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა 59-ე წუთზე ერთდროულად გუნდის ორი ლიდერი - გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე შეცვალა. ესპანეთთან მეორე მატჩში კი არაბიძეს საერთოდ არ უთამაშია, ხოლო საბერძნეთთან ბოლო შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ცხადია, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა აზრადაც არ მოგვსვლია, მაგრამ რა გასაკვირია, რომ კითხვები გაგვიჩნდა (და
არამარტო ჩვენ). ფაქტია, მირჩა ლუჩესკუ 18 წლის ქართველ შემტევს დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობას აჩვევს და ყველა ელოდა, რომ ელიტრაუნდში არაბიძე გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინებოდა.

- გვაინტერესებს, რა მოხდა ინგლისთან შეხვედრის 59-ე წუთზე. დაშავდით?
- ტრავმა არაფერ შუაშია, საბედნიეროდ, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.

საერთოდაც, ნაკრების შეკრებაზე ძალიან მონდომებული ჩამოვედი, იმედი მქონდა, რომ ამ უმძიმეს ჯგუფში თავის გამოჩენას მოვახერხებდით, მაგრამ... პირველივე შეხვედრაში შემცვალეს და გული დამწყდა. ესპანეთთან საერთოდ არ მითამაშია, საბერძნეთთან კი ბოლოს შემიშვეს მოედანზე.

რა ვიცი... გუნდის დახმარება მსურდა, რეალურად კი ამის შანსი არ მომეცა.

- ასეთი რამ უსაფუძვლოდ არ ხდება. მწვრთნელს საამისოდ მიზეზი ექნებოდა...
- ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

- დასამალი არ არის, რომ ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის დროს პრეტენზია თქვენთან ვასილ მაისურაძესაც ჰქონდა - ზედმეტად ერთობა ინდივიდუალური თამაშითო...
- მსურდა თამაშის საკუთარ თავზე აღება და მეტოქის დაცვის ინდივიდუალურად გარღვევა, რადგან გუნდი ვერ თამაშობდა. აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი, თორემ გუნდური ინტერესი არ მავიწყდება. ინგლისთან თამაშისას ჩემთან და ბერიძესთან ბურთი ვერ მოდიოდა. დავინახეთ, რომ სხვა გზა არ იყო, უშუალოდ თამაშის დროს რაღაც უნდა შეგვეცვალა და ამიტომ უკან დახევა დავიწყეთ, რათა ბურთი აგვეღო...

- ამ გადასახედიდან, გასვლის შანსი არ გქონდათ?
- შანსი როგორ არ იყო?! ესპანეთს სახელი ჰქონდა, თორემ, რეალურად, დიდი არაფერი გუნდი არ იყო და უნდა მოგვეგო კიდეც. საამისო შესაძლებლობებიც გვქონდა.

- ინგლისთან რაღა მოგივიდათ?
- სამწუხაროდ, დასაწყისში ვინერვიულეთ, რაღაც აფორიაქებულები ვთამაშობდით. სანამ დავლაგდით, ორი გოლი გაგვიტანეს. მერე კი ავთამაშდით, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- საბერძნეთთან წაგებას როგორღა ახსნით?
- იმედგაცრუებულები რომ ვიყავით, ეტყობა ჩვენს თამაშზე ამანაც მოახდინა გავლენა.

- დონეცკის "შახტარმა" შეკრებაზე წაგიყვანათ, მაგრამ დღეს ისევ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობთ. თქვენს საკლუბო ამბებზეც გვითხარით...
- 18 მარტს, "ანდერლეხტთან" ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრაზე უნდა წავყოლოდი გუნდს, მაგრამ ნაკრებში გამომიძახეს და...

- თქვენი აზრით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას მოახერხებთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ისიც უკვირდათ, 17 წლისას ძირითადში რომ მათამაშებდნენ. მაგრამ მჯერა, ამის დროც მოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ბავშვი ჩამოიწვება მალე და ამაში როგორც თვითონ იქნება დამნაშავე ასევე ქართველი ჟურნალისტები მითუმტეს.არ გამიკვირდება თუკი 1-2 წელწიადში ის შახტარიდან გამოიქცევა და სადმე დაიწყებს თავშესაფარის ძებნას ნებისმიერ ფასად.
ჯარჯი21
16 აპრილი 2016 13:19
0
Wadi wadi zmao aqedan sanam gagaubedures am zombebma amati nakrebi da jandaba amat tavebs.
Patrioti
16 აპრილი 2016 12:12
0
რა კითხვაა 17 წლის ბავშვს რო ეკითხები, ზირითადში როდის მოხვდებიო. ჯერ ერთი 4-5 წელი წინ აქვს რომ ჩამოყაიბდეს პროფესიონალად და საერთოდ შეეშვით მაგ ბავშვს, სადაცაა კარგ ხელშია და მიხედავენ იქ, თვითონ იციან როდის და სად ითამაშებს. ასეთ კითხვებით მას ამბიციებს უზრდით მთელი საზოგადოება და ხვალ მოითხოვს თამაშს, მერე კი დუბლებშიც აღარ ათამაშებენ. ჯანოს რომ პირლო ეგონა თავი და თასსზე არ გაყვა სპარტაკს მასე მოუვა.
ტყეშელაანთ გიჟი
16 აპრილი 2016 10:17
0
ერთი რას წერს ნახეთ რა- გუნდი ვერ თამაშობდა და მე მინდოდა თამაშის თავზე აღებაო. სირცხვილია შვილო, სირცხვილი. ამას მესი არ იტყვის. ეს რამხელა ამბიცია გაქვს, თან უაზრო! ვენაცვალე მაისურაძეს და მერე ყიფიანს რომ ეს მატლი არ ათამაშეს! ძAლიან გამაღიზიანა ამ პატარა კაცმა, რომელიც აშკარად უკვე არშემდგარი ვარსკვლავის სენითაა დაავადებული. შვილო ჯერ კაცად უნდა ივარგო და მერე ფეხბურთელად! დაფიქრდი და შეისმინე, თორემ არაფერი გამოგივა!
gulshematkivari
16 აპრილი 2016 01:09
0
არა ძმაო, არაა....
zaza
16 აპრილი 2016 00:57
0
არაბიძის ბერიძის და ქორიძის ნაირ ნიჭიერ ფეხბურთელებს გამოყენება უნდა ,,არცერთი მათგანი გამოყენებული არიქნა ჭკვიანურად.სადღაც სწორს ამბობს ეს ბავშვი თუ ბურთი მასთან არ მიდიოდა და ვერ მიქონდათ ნახევარმცველებს რათქმქუნდა უნდა დახეულიყო უკან და უნდა აეღო.ასე მარტო არაბიძე კიარა დიდი ფეხბურთელებიც აკეთებენ,ეგ რა სალაპარაკო თემაა..
vava
16 აპრილი 2016 00:41
0
რატომ წაიყვანეთ საერთოდ ვერ გავიგე,ამას გაისადაც ხოუწევს 19 ები_?ეთამაშა მის ასაკში და აქ შეევსო ის ადგილი იმ ასაკის ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელს აღარ გვყავს კაცო??ესარის სელექცია_?
გაეცი პასუხი
16 აპრილი 2016 00:18
0
არაბიძე მგონი მოთამაშე მწვრთნელობას აპირებს.
გელა
15 აპრილი 2016 21:06
0
კაცო მართალი ეს ბაღანა, რა გინდათ რას ერჩით..
Diego
15 აპრილი 2016 19:57
0
ჩვენს ფეხბურთელებს თავის გასამართლებელი მიზეზი არ დაელევათ...
status quo
15 აპრილი 2016 19:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული