"მელქაძეს და ყიფიანს საქართველოს ნაკრებში გამოსვლის სურვილი არ აქვთ"

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საამისოდ, მზადებას უკვე შეუდგა 18-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანია. რეალურად, ამ ნაკრების ბაზაზე ჩამოყალიბდება 19-წლამდელთა გუნდი, რომელიც ამ ტურნირში ითამაშებს...

- გიორგი ყიფიანი: ნოემბერში ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისი გვესტუმრებიან

როგორც გიორგი ყიფიანი აცხადებს, ნაკრებისთვის კანდიდატებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ეძებს, რუსეთში მოთამაშე ქართველებს კი აქ ჩამოსვლა ამ ეტაპზე არ სურთ:

"უცხოეთში ბევრი უცნობი ქართველი თამაშობს. მათ ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი აკვირდება და თუ ვინმე საინტერესო გამოჩნდება, სიამოვნებით გავსინჯავთ.
ელიტრაუნდისთვის "კრასნოდარიდან" მცველის, გოგლიჩიძის მოწვევა გვსურდა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა.

რუსეთის ნაკრებში ყიფიანი და მელქაძე თამაშობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ასეა ამ ეტაპზე და არავინ იცის, რა პოზიცია ექნებათ მათ ხვალ და ზეგ", - აცხადებს მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
”1984”-ისა და ”ცხოველთა ფერმის” ავტორი ჯორჯ ორუელი სანაკრებო ფეხბურთს თავისებურად განიხილავდა: ”სანაკრებო ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, რომელიც სხვა საშუალებებით ხდება”.
––––––––––––––––––––––––––––––––––
ვერაფრით ვერ გავამართლებ ქართველის უარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და კიდევ უფრო ვერ გავართლებ რუსეთის ნაკრებში თამაშს
ზაზა ახალაია
14:19 20-04-2016
0
ალბათ ჩვენი კლუბების მეპტრონეებს, მწრთნელებს,ფეხბურთელებსა და ფედერაციას არ შეუძლია ნორმალური ჩემპიონატის ჩატარება და ამის გამოა რომ ძლიერი ფეხბურთელები არ იზრდებიან და გუნდების ქომაგები ერთმანეთს გადაეკიდნენ თუ ასეა საჭირო?
მურთაზი
14:10 20-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული