U18. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 26 აპრილს, სლოვაკეთში, საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა მასპინძელ სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ამჯერად ქულას დასჯერდა - 1:1.

ანგარიში 58-ე წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, თუმცა შეხვედრის 78-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში რვა ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები A ჯგუფში აშშ-სთან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა აშშ-სთან ანგარიშით 1:5 დათმო.

გიორგი ყიფიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ნაკრების
მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გაბრიელ საღრიშვილი, ლუკა ფოჩხუა, ირაკლი ბუღრიძე, თომა ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, მერაბ მეგრელაძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მორიგ სირცხვილამდე დარჩა 2 დღე!
გუჯა კახაძე
17:58 26-04-2016
0
სირცხვილი უკვე მივიღეთ 17წ ელიტრაუნდი ეხლა 18წ ჩადგა რიგში მაისურაძე ხო ამოაფარეს გეგუჩაძეს ყიფიანს ვიღაცის უკან ამოაფარებენ სულ ვერ გაუშვებენ თვითონ აფუჭებიებენ საქმეს ან 16წ რა ითამასეს აი ახალი ფედერაცია როგორ მუშაობს პასუხს ვინ მოტხოვს ცოტა აზრზე მოდით თორე დაახვევთ
gulshematkivari
14:04 27-04-2016
0

სიახლეები პოპულარული