U18. საქართველო სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩში A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, უკრაინის ნაკრებს უგოლოდ დაშორდნენ და, საბოლოოდ, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, შალვა ბურჯანაძე, ომარ ბულუხაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გაბრიელ საღრიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, იოსებ გოლაშვილი,
მერაბ მეგრელაძე, თორნიკე ჭურაძე, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჯიგარი ხარ ძმაო:)))))) მართლა ვიცანით:))))))
smiles
30 აპრილი 2016 00:26
0
ერთი ტურნირით ვერაფერს იტყვი რა თქმა უნდა და დიდი იმედი მაქვს რომ მზგავსი შედეგი უკანასკნელი იქნება, ყიფიანს მართლაც აქებენ მაგრამ მის გარდა სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების კვალიფიკაცია ძალიან საეჭვოა. ჭიაბრიშვილი რა დამსახურებისთვის არის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვერ გავიგე ? ადამიანმა ყველა თამაში წააგო საბურთალოში და ამისთვის დააწინაურეს? გაუგებარი იყო ვასილ მაისურაძის წარუმატებლობის შემდეგ ნაკრებში ასისტენტად დატოვებაც! ყველაფრის მიუხედავად ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება და იმედია ყველაფერი გამოსწორდება!
zviadi
29 აპრილი 2016 21:04
0
ლადო გამოდი გიცანით))))))))
smile
29 აპრილი 2016 19:17
0
უფრო ვრცელი მიმოხილვა ვერ დავიმსახურეთ?

იქნებ ჩვენი ნაკრების ძლიერ და სუსტ მხარეებზე და მთავარი მწვრთნელის გეგმებზეც გესაუბრათ?
სირბილის სწავლების ცენტრი
29 აპრილი 2016 17:44
0
თვითონ პიროვნულად კარგი ადამიანია ყიფიანი ჩვენ შედეგზე ვამბობთ ნაკრები გავიდა ბოლო ადგილზე და ამბობთ სწორ ფეხბურთს ატამაშებსო ხალხო სწორი თამაში იქნება რო მოიგებს რომელიმე ტურნირს სულ წაგება ტურნირში ბოლო ადგილი ეს წარმატებაა
goga
29 აპრილი 2016 17:29
0
პირდაპირ გეტყვი, რომ ხარ მიკერძოვებული და რაღაცაზე დაბოღმილი! რას ნიშნავს ყიფიანი ან თუნდაც ფეხბურთელების ბრალია. ცოტა ლოიკა რომ დაატანო შეგიძლია, რაღა თქმა უნდა თუ გაქვს!
1. გადახედე წინა ტურნირების შედეგებს, ფრე კი არა, იგივე გუნდებთან მუდმივი წაგებები იყო. ზუსტადაც ყიფიანმა გამოასწორა შედეგი თავის ფეხბურთელებთან ერთად.
2. ამდეი ხნის ჩასვრილი საქმე 8 დღიანი შეკრებით მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა? ეგ როგორ ხდება ხომ არ იცი?!
3. პირადად მე გეტყვი (ამ სფეროში ვარ), რომ ყიფიანი არავისი ძმაკაცობის გამო არ არის დანიშნული. ამ კაცმა საკმაოდ კარგად იცის თავისი საქმე და ძალიან კარგადაც უძღვება, სწორად აკეთებს.
4.მოსთხოვეთ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს, აქ მძაფრი სათაურების წერას, მოიძიონ, იმ ქვეყნების პრესის და თვითონ მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელების შეფასებები, როგორ დადებითად აფასებენ ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს და თავად ყიფიანს.(ისე შეგიძლია ფედერაციის საიტზეც წაიკითხო)
5. მოუსმინეთ თვითონ ასაკობრივი ფეხბურთელების მწრთვნელებს. და თვითონ ფეხბურთელებს რას გეტყვიან ამ მწვრთლენებლზე და როგორი მადლიერები არიან რომ როგორც იქნა ვიღაც სწორ ფეხბურთს ასწავლის.
6. გეყოფათ მიკერძოვებული, დაბოღმილი საუბრები, უკვე მაგრად იშიფრებით რა გუნდიც ხართ! სირცხვილია და გრცხვენოდეთ! ნუ ბოროტდებით, თქვენთვისვე უკეთესია!
levans
29 აპრილი 2016 16:50
0
ამხანაგური ტურნირია ხალხო, რას იგინებით და იფურთხებით, აცადეთ ამ ხალხს მუშაობა და იქნება რა ხდება კაცო. 1 და 2 თვეში რო მსოფლიოს ჩემპიონობა გვინდა, კი ვიცი, მაგრამ იქნებ რა ჩანაფიქრი აქვთ, იქნებ რას ცდიან... აბა რომელ თამაშებში გამოსცადონ ან ახლები, ან ტაქტიკა, ან რა ვიცი... გავგიჟდი, რა ჩასაფრებულებივით იგინებით...
gigi
29 აპრილი 2016 16:17
0
"მშვენიერი" შედეგია!
საქართველო
29 აპრილი 2016 15:57
0
ვფიქრობ რომ ყიფიანს არაფერი ესაქმება უ18-ში. ეს მარცხი მისი ბრალია. სად იპოვეს, საიდან მოჰყავთ ეს არაფრისმცოდნე, უხეირო მწვრთნელები. როდემდე უნდა არსებობდეს ფეხბურთში განუკითხაობა, მეგობრის თანამდებობებზე დანიშვნა. იყო თუ არა კობიაშვილის დანიშვნა საფუძველი იმისა რომ, ეს მარაზმული მიდგომები ამოეძირკვა ქართული ფეხბურთიდან.
Levan
29 აპრილი 2016 15:40
0

სიახლეები პოპულარული