U18. საქართველო სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩში A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, უკრაინის ნაკრებს უგოლოდ დაშორდნენ და, საბოლოოდ, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, შალვა ბურჯანაძე, ომარ ბულუხაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გაბრიელ საღრიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, იოსებ გოლაშვილი,
მერაბ მეგრელაძე, თორნიკე ჭურაძე, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა განვითარების გეგმას იხილავს გეგუჩაძე ყველა ნაკრები უკან მიდის ყველა ბოლო ადგილზე გადის რაში ხარჯავთ ხალხის ფულებს მაისურაძე წაგების მერე დააწინაურეთ ჭიაბრიშვილი დააწინაურეთ ყიფიანს რას უგავს ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა და აქებთ სწორ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებსო გვაყრუებთ თუ გვაბრმავებხ არ გცხვენიათ შეგვაძულეთ ფეხბურთი
goga
14:41 01-05-2016
0
"ამხანაგური ტურნირია ხალხო, რას იგინებით და იფურთხებით, აცადეთ ამ ხალხს მუშაობა "---ამას ვაცადეთ,იმას ვაცადეთ და გავიდა ცხოვრება ამ ცდაში.ამ "მოცდის"იმედადწავიდა წინა თაობა საფლავში და ალბათ ჩვნც ამ იმედის ამარა დავრჩებით.
mamulo
15:39 01-05-2016
0

სიახლეები პოპულარული