U18. საქართველო სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩში A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, უკრაინის ნაკრებს უგოლოდ დაშორდნენ და, საბოლოოდ, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, შალვა ბურჯანაძე, ომარ ბულუხაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გაბრიელ საღრიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, იოსებ გოლაშვილი,
მერაბ მეგრელაძე, თორნიკე ჭურაძე, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სირცხვილია ამ ნაკრებების გამოჩენა ყველგან ბოლო ადგილზე როგორ უნდა გახვიდეთ არ გცხვენიათ მასურაძემ გაგვახარა ელიტრაუნდზე ეხლა ყიფიანი ცდილობს ჩვენ გახარებას დაახვიეთ რა
xalxi
05 მაისი 2016 01:32
0
YVELAFERI IQNEBA KARGAD, FINANSEBIA SACHIRO FEGBURTELEBIS AGSAZRDELAD.
goga
02 მაისი 2016 17:27
0
რაიონებში ფეხბურთი უფასოა. ჯიპებით მიყვანილის არც მე მჯერა, მაგრამ ისე რომ იცოდე თბილისში მეორე უკიდურესობაა. ფეხბურთელებს ძირითადად ქუჩური გაგება აქვთ, ამიტომაც ვერ ქაჩავენ. უფრო სწორად ქუჩის ძმაკაცები ქაჩავენ უკან.
mamukas
02 მაისი 2016 11:42
0
ყიფიანი არ იყო ღარიბი ოჯახიდან.(კიდევ ბევრი მაგალითია აქაც და საზღვარგარეთაც).ზოგიერთი ჯიპის არიფი როგორც კი მისი საყიდელი ფული უჩნდება,ეგრევე ვარჯს და თამაშს უკლებს
QQR***7
02 მაისი 2016 11:22
0
სოფლებში იმიტომ რომ ელემენტალური საშუალება არ აქვს მშობელს ბავშვს სპორტული ეკიპირება უყიდოს და ყოველთვიური გადაუხადოს, უამრავი ტალანტი იკარგება. ჯიპით სპორტსკოლაში მიყვანილი კი ფეხბურთელი არ გამოდის ესაა მისახედი. დიდი ფეხბუთელები ხომ უბრალო ოჯახებიდან გამოდიდნენ.
მამუკა
01 მაისი 2016 17:20
0
მშვენიერი შედეგია! მეტს არ ველოდი ამათგან :)
guro
01 მაისი 2016 16:02
0
"ამხანაგური ტურნირია ხალხო, რას იგინებით და იფურთხებით, აცადეთ ამ ხალხს მუშაობა "---ამას ვაცადეთ,იმას ვაცადეთ და გავიდა ცხოვრება ამ ცდაში.ამ "მოცდის"იმედადწავიდა წინა თაობა საფლავში და ალბათ ჩვნც ამ იმედის ამარა დავრჩებით.
mamulo
01 მაისი 2016 15:39
0
რა განვითარების გეგმას იხილავს გეგუჩაძე ყველა ნაკრები უკან მიდის ყველა ბოლო ადგილზე გადის რაში ხარჯავთ ხალხის ფულებს მაისურაძე წაგების მერე დააწინაურეთ ჭიაბრიშვილი დააწინაურეთ ყიფიანს რას უგავს ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა და აქებთ სწორ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებსო გვაყრუებთ თუ გვაბრმავებხ არ გცხვენიათ შეგვაძულეთ ფეხბურთი
goga
01 მაისი 2016 14:41
0
ყიფიანის კვალიფიკაციაზე საუბრისას მხოლოდ ერთს გავიხსენებ.ამ მწვრთნელმა ნაკრებში ვერ გამოიყენა არაბიძე..ამით ყველაფერია ნათქვამი.
levani
30 აპრილი 2016 10:06
0
ცადი ლივან ბიდზია სანამ დროა, ნუ აგინებინებ ხალხს. ნუტუ ტავმოკვარეობა არ გაგაჰნია?
vaxo
30 აპრილი 2016 07:11
0

სიახლეები პოპულარული