U16. ლატვია-საქართველო 0:1 - მოგება და ფინალში გასვლის შანსი

AutoSharing Option
12 მაისს, საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალური ტურნირის B ჯგუფში მეორე შეხვედრა ლატვიის თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ზე წუთზე გიორგი ივანიაძემ გაიტანა.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდს, რომელიც პირველ მატჩში ჩეხეთს უგოლოდ დაშორდა, ახლა ჯგუფში 4 ქულა აქვს, ბოლო შეხვედრას კი ბორისპოლის სტადიონზე 14 მაისს, მოლდოვასთან ჩაატარებს. ტურნირის ფინალში A და B ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: თამაზ ბაბუნაძე, დემეტრე ბულისკერია, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, ლუკა
შუბითიძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ზურა დავითაშვილი, გიორგი ლომიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, საბა გაბედავა, თეიმურაზ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ივა გელაშვილი, არჩილ ბასარია, გიორგი კაკაურიძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო. 18-ე წლამდელებში ნიკოლეიშვილი,სპანდერა და ქიმერა... რომ წაეყვანთ ისინიც ბოლოზე არ გავიდოდნენ.
ivasi
18:18 12-05-2016
0
თეთრებში ჩვენები არიან და ასე რამ გააშეშათ ორი ლატვიელი რომ ებრძვის მეკარეს...და ამათმა მოიგეს?:)))
murtalo
20:24 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული