12 მაისს, საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალური ტურნირის B ჯგუფში მეორე შეხვედრა ლატვიის თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ზე წუთზე
გიორგი ივანიაძემ გაიტანა.
გურამ ასპინძელაშვილის გუნდს, რომელიც პირველ მატჩში ჩეხეთს უგოლოდ დაშორდა, ახლა ჯგუფში 4 ქულა აქვს, ბოლო შეხვედრას კი ბორისპოლის სტადიონზე 14 მაისს, მოლდოვასთან ჩაატარებს. ტურნირის ფინალში A და B ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: თამაზ ბაბუნაძე, დემეტრე ბულისკერია, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, ლუკა
შუბითიძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ზურა დავითაშვილი, გიორგი ლომიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, საბა გაბედავა, თეიმურაზ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ივა გელაშვილი, არჩილ ბასარია, გიორგი კაკაურიძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.