U21. საქართველოს ნაკრებს შვედეთში გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
30 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთში გაემგზავრა, სადაც 3 ივნისს ადგილობრივ თანატოლებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს. მართალია, ჩვენს გუნდს აღარ აქვს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, მაგრამ ეჭვგარეშეა, გია გეგუჩაძის კრებული ყველაფერს იღონებს დადებითი შედეგის მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა პირველი მატჩი გორში გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს იყო ალექსანდრე ჩივაძის ბოლო მატჩი 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გორის მატჩმაც დაგვანახა, რომ 3 ივნისს საქმე გვექნება ძალიან კარგად ორგანიზებულ და საკმაოდ ძლიერ გუნდთან, თუმცა თანამედროვე
ფეხბურთში თამაში ყველასთან შეიძლება...

ნაკრების თავკაცმა გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა, გუშინ მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შვედეთთან გიორგი პაპუნაშვილის თამაში გამოირიცხა, რომელსაც ტრავმა აქვს.

გია გეგუჩაძე: ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადა:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ);
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (მინსკი, ბელორუსი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

* * *
შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰაკან ერიქსონი საქართველოსთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:

მეკარეები: იესპერ იოჰანსენი (გაის), ტიმ ერლანდსონი (ნოტინგემი, ინგლისი);
მცველები: ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), სებასტიან ჰედლუნდი (კალმარი), ლუის ვალკვისტი (ნორჩოპინგი), პა კონატე (მალმიო), ადამ ლუნდკვისტი (ელფსბორგი), იოაკიმ ნილსონი (ელფსბორგი), ნოა სონკო სანდბერგი (სუნდსვალი);
ნახევარმცველები: სიმონ ტიბინგი (გრონინგენი, ჰოლანდია), კრისტოფერ ოლსონი (მიდტიულანდი, დანია), მელკერ ჰამბერგი (ჰამარბი), ალეკსანდრ ფრენსონი (ბაზელი, შვეიცარია), ალბერ ზენელი (ჰერენვეენი, ჰოლანდია), მუამარ ტანკოვიჩი (ალკმაარი, ჰოლანდია), სამუელ გუსტაფსონი (ჰაკენი), ერდალ რაკიპი (მალმიო);
თავდამსხმელები: გუსტავ ენგვალი (გიოტებორგი), დავიდ კარლსონი (ნორდსიელანდი, დანია), იორდან ლარსონი (ჰელსინგბორგი).

ევროპის 2017 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
3 ივნისი
შვედეთი-საქართველო 21:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 7 6 0 1 19-4 18
2. შვედეთი 5 4 1 0 12-1 13
3. ესპანეთი 6 4 1 1 16-8 13
4. საქართველო 7 3 0 4 12-12 9
5. ესტონეთი 7 1 1 5 3-17 4
6. სან მარინო 8 0 1 7 1-21 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბიძე–არც ეროვნულში,არც ახალგაზრდულში?იგნორირებით სჯიან?,,გაბუტულის,,პოზიციაა მწვრთნელების მხრიდან?ალბათ არის პრობლემა დისციპლინაში,მაგრამ არგამოძახებით პრობლემა აღმოიფხვრება?თუ პირიქით–მაქსიმალურად უნდა გამოიძახონ და აღმზრდელობითი მუშაობაც ჩაატარონ?უნდა შეეძლოს მწვრთნელს 18 წლის ბიჭის დარწმუნება ,აღზრდა!მწვრთნელიც უნდა იყოს ძლიერი,რომ შეეძლოს ,,საერთო ენის,,გამონახვა,ზემოქმედება!არაბიძის საშემსრულებლო ოსტატობა უკვე ჩვენი ეროვნულისთვის(სადაც დეფიციტია სწორედ საშემსრულებლო ოსტატობის,კლასის) სრულიად საკმარისია და ძლიერმა ,ავტორიტეტულმა მწვრთნელმა უნდა შეძლოს გამოყენება გუნდს ინტერესებისთვის,შედეგის მისაღებად!
ზაზა
12:45 31-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული