U18. საქართველო უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი სტუმრად მყოფ უკრაინის თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

უკრაინელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს - მატჩის 45-ე წუთზე ქართველთა კარში გოლი ვადიმ სჩასტლივცევმა გაიტანა. მეორე ტაიმის 51-ე წუთისთვის სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან სტანისლავ ჰუდზი გააგდო, თუმცა გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი (ზაურ ხაბეიშვილი, 74), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ომარ ბულუხაძე, 74), თომა
ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, დავით სამურკასოვი (გიორგი ქოჩორაშვილი, 46), გაბრიელ საღრიშვილი, რატი არდაზიშვილი, გიორგი კოხრეიძე (ნიკა კვანტალიანი, 65), თემურ ჩოგაძე.

ეს გუნდები იმავე არენაზე და იმავე დროს 4 ივნისსაც მოსინჯავენ ძალებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გვარების წაკითხვისთანავე მიხვდები ვინ ვისია მეცოდება ყიფიანი ამდენი ხალხი რო აწუხებს ისინი არ ჩანან შედეგი ყიფიანის ბრალია სხვა საფეხბურთო სკოლებსI არაფერი არ ხდება მარტო დინამო და საბურთალო დავესვიტ მაგატკენ ჩქარა
TATO
21:00 03-06-2016
0
ყიფიანი პატიოსანია მაგრამ ვინ ალაპარაკებს და ვინ აკეთებიებს თავის ჭკუაზე ყველა კარნახობს ვინ უნდა ყავდეს ნაკრებში აი მაგათი არჩეული ნაკრები სულ წაგება არ გცხვენიათ?
GOGA
20:52 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული