U18. საქართველო-უკრაინა 0:1 - გუშინ იყო მარცხი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმში გიორგი ყიფიანის გუნდმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ უკრაინელები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და ქართველების შეტევებს ახშობდნენ, თავად კი შესვენებამდე გოლი "გასახდელში" გაგვაყოლეს - "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ ანგარიში დონეცკის "ოლიმპიკის" მცველმა ვადიმ შასლივცევმა გახსნა - 0:1.

მეორე ტაიმი საჩვენოდ წარიმართა. მსაჯთან კამათის გამო მოედნიდან "დნიპროს" მცველი სტანისლავ გუძი გააძევეს.

შესვენების შემდეგ უკრაინელთა შემადგენლობაში წარმოშობით ქართველი ჯაბა ფხაკაძე გამოჩნდა.

ყიფიანის ბიჭებმა კაცნაკლული მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტები კი შექმნეს, მაგრამ
ვერ გამოიყენეს. დამატებულ დროში მეკარესთან პირისპირ გავიდა ბექა ქავთარაძე, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა და სტუმარმა სათავისო ანგარიში შეინარჩუნა.

საქართველოსა და უკრაინის 18-წლამდელები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 4 ივნისს კვლავ "მიხეილ მესხზე" გამართავენ. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

U18. ამხანაგური მატჩი
02.06. თბილისი. "მიხეილ მესხი" 
საქართველო-უკრაინა 0:1
გოლი: 0:1 შასლივცევი (45)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (73. ხაბეიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (73. ბულუხაძე), ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი (77. ქავთარაძე), სამურკასოვი (46. ქოჩორაშვილი), საგრიშვილი, არდაზიშვილი (65. კვანტალიანი), კოხრეიძე (65. ფოჩხუა), ჩოგაძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაძევება: გუძი (55)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი სატაური აქვს სტატიას მარტო გუშინ იყო მარცხი? მოგება დიდიხანია არ გამიგონია არცერთი ასაკობრივი ნაკრების ეროვნული რას გავდა სხვა ნაკრებზე რაღა ვილაპარაკოთ რომელს აქ შედეგი სად არის გეგუჩაძის ფეხბურთის განვითარების გეგმა რას ანვითარებს არ გცხვენიათ ხალხო არავინ არ მყავს ნაკრებში პროსტა დაგვცინით ამხელა ფულებს ხარჯავთ და რას აკეთებთ ან ეს ფედერაცია რას აკეთEბს შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგის მიხედვით მიეცემა მწვრთნელს ხელფასიო რომელს აქ შედეგი რა ფულებს ფლანგავთ რას გავს ქართული ფეხბურთი ცოტა შეგცხვეთ მაინც მარა ვინ გთხოვთ პასუხს მიდით აკეთეთ მარტო ფულები კობიაშვილის მაგარი იმედი მქონდა მაგრამ რა ქნას გაშემო მუჯირი ჭუმბურიძე კიდე უარესები ყავს გააბრუეს საწყა;ი კაცი
gulshematkivari
11:16 04-06-2016
0
ასე მწვრთნელის გარეშეც ვითამაშებთ რატო აძლევთ ვიღაცა ვაის თუ უის ამხელა ფულს თუ რა გენაღვლებათ ხალხის ფულიები თუ წილი გაქვთ ვაისისგან და რა მნიშვნელობა აქვს მოიგებთ თუ წააგებთ ის წილი თქვენია მუჯირი ჭუმბურიძე აღარ მახსენდება სხვების გვარები ისეთი გაბრაზებული ვარ ხო მინისტრი ხეჩიკაშვილი აი ვინ აქცევს ქართულ ფეხბურთს გააბრუეს კობიაშვილი დავაი რა
tato
11:43 04-06-2016
0

სიახლეები პოპულარული