U21. შვედეთი-საქართველო 3:2 - თამაში შვედების მოგებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტრავმირებული ლიდერის, გიორგი პაპუნაშვილის გარეშე ბოლომდე იბრძოლა წყვილის უდავო და შესარჩევი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთთან, მაგრამ მსაჯმა თამაში დროზე არ დაასრულა და... მაინც წავაგეთ.

ცხადია, არ ვაპირებთ, მარცხი მხოლოდ არბიტრს გადავაბრალოთ. ქართველ ფეხბურთელებს თამაშის ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება რომ უჭირთ, არახალია...

პირველ ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, თუმცა პირველი გოლი მაინც ჩვენს კარში გავიდა. ქართველთა საჯარიმო მოედანში თამაშის წესები დაირღვა და პენალტი ზუსტად შეასრულა ოლსონმა.

გია გეგუჩაძის გუნდი არ გატყდა და მალევე გაათანაბრა ანგარიში. გიორგი ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ
ბაჩანა არაბულმა
ზურგით დაარტყა და შვედების კარი აიღო.

მეორე ტაიმიც თითქოს საჩვენო სცენარით მიდიოდა, სანამ არ დადგა 78-ე წუთი. მეკარე ოთო გოშაძე გამოსვლაზე შეცდა, ასაღები ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოიტანა და ემილ კრაფტმა შორეული, ულამაზესი დარტყმით გაგვიტანა. იმ ეპიზოდში გოშაძეს კარი "დაკარგული" ჰქონდა...

საქართველოს ნაკრებმა შეტევა გააძლიერა და გაიტანა. კუთხური ისევ ხარაიშვილმა მოაწოდა. მცველთაგან ამოტანილ ბურთს ოთარ კიტეიშვილი დახვდა და ულამაზესი გოლით აღადგინა წონასწორობა - 2:2.

ჩვენებს მოგებაც შეეძლოთ: გიორგი თევზაძისა და გრიგოლ ჩაბრაძის მიერ გათამაშებულ კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ შვედების მეკარემ თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

მსაჯმა თამაშის დასრულებას საშველი აღარ დააყენა და მოტივირებულმა შვედებმა გაგვიტანეს. მასპინძელთა შემტევის მიერ დარტყმული ბურთი მარგველაშვილს მოხვდა. გოშაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ... ლარსონმა ახლო მანძილიდან დასვა წერტილი - 3:2.

U21. ევრო 2017. საკვალიფიკაციო მატჩი. VI ჯგუფი
03.06. უდევალი. რიმნესდალენი
შვედეთი-საქართველო 3:2
გოლები: 1:0 ოლსონი (27-პენ), 1:1 არაბული (35), 2:1 კრაფტი (77), 2:2 კიტეიშვილი (89), 3:2 ლარსონი (90+6)
შვედეთი: ერლანდსონი, კრაფტი (87. სუნდბერგი), ვალკვისტი, ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი, ზენელი (90. ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62. გუსტავსონი).
სათადარიგოები: იოჰანსონი, მანსი, ლუნდკვისტი, სელატორსი
მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
საქართველო: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (90. თევზაძე), არაბული (72. შენგელია), კაჭარავა (80. ზივზივაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, კირკიტაძე, ბიძინაშვილი, ტაბიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ვალკვისტი (20), ჩაბრაძე (26), არაბული (54)
არბიტრი: მ. ჰემეტერი (ავსტრია).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 7 6 0 1 19-4 18
2. შვედეთი 6 5 1 0 15-3 16
3. ესპანეთი 6 4 1 1 16-8 13
4. საქართველო 8 3 0 5 14-15 9
5. ესტონეთი 7 1 1 5 3-17 4
6. სან მარინო 8 0 1 7 1-21 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გოშაძე არგააკაროთ ნაკრებს
hhh
07 ივნისი 2016 09:07
0
გეგუჩაძე,კარგი კომპეტენტური მწვრტნელია
ალეკსანდრე
06 ივნისი 2016 14:41
0
Saqartvelos ufro kargi zvrtneli unda yavdes
maya
06 ივნისი 2016 14:27
0
ჩვენი მეორე გოლი რატომ არაა ვიდეოში?
kaxa
06 ივნისი 2016 14:24
0
ბოლო გოლი ჰენრიკ ლარსონის შვილმა გაიტანა...
zaza
06 ივნისი 2016 12:53
0
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრებების ყველა თაობაში არიან კალაძეები და ამისულაშვილები,ამჟამად მართალია მათ პირდაპირ გოლები არ შეუგდიათ საკუთარ კარში,მაგრამ ხელი ნამდვილად შეუწყეს არგასაშვები გოლების ჩვენს კარში შეგდებას,რაც ძალიან სამწუხაროა,ხოლო მეკარე გოშაძე ეს ცალკე თემაა,ასთი დონის მეკარეს მწვრთნელი,რომელიც ჩვენი პირველი ნაკრების მომავალ დამრიგებლად მოიაზრება,ნაკრებში არ უნდა იწვევდეს,რაც არუნდა ძლიერი ნაკრები გყავდეს,ასეთი მეკარის გადამკიდე ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ,ეს გამორიცხულია,მეკარემ გუნდი უნდა იხსნას გოლისგან,უნდა გადაარჩინოს,ხოლო გოშაძე პირიქით,არგასატან გოლი უშვებს,რაც დამღუპველია გუნდისთვის.
roma
06 ივნისი 2016 12:32
0
ბოლო ბოლო მოიყვანეთ გეგუჩაძე ნაკრებში და მორჩით კუკუდამალობანას, ნაკრების თავკაცი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რუმინეთთან თამაშში ეს კიდევ ერთჯერ გამოჩნდა, ამას ჰქვია მწვრთნელის აგდება რაც ამ ვაი ფეხბურთელებმა გააკეთს, გეგუჩაძემ არა მგონია ეს გააბედინოს, არც ცხადაძე იყო ცუდი ვარიანტი
ბმბ
06 ივნისი 2016 12:12
0
მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს ძირითად ნაკრებს 80-90 პროცენტით ამ ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებით დააკომპლექტებენ და ოქრიაშვილით და კიდევ 2-3 ფეხბურთის თამაში რომ იცის ისეთი ფეხბურთელით გააძლიერებენ, მაშინ ახლა რომ გვაქვს იმაზე გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება!სულ მალე 1-2 წელიწადში, ეს ახალგაზრდები თავის სიტყვას იტყვიან!
aburjga
06 ივნისი 2016 12:02
0
კიტეიშვილის გოლი რატომ არ არის ვიდეოში?(((
ზაზა
06 ივნისი 2016 11:42
0
გოშაძე ძალიან სუსტი მეკარეა - პრაქტიკულად მან წააგო ეს თამაში
nikata
06 ივნისი 2016 11:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული