გია გეგუჩაძე: ორივე მატჩში მოსაგებად გავალთ მოედანზე

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ორი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი. 1-ელ სექტემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთში გაემგზავრება, 6-ში კი ხორვატიას უმასპინძლებს. გეგუჩაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა 24 აგვისტოს დაასახელა.

- U21: გია გეგუჩაძემ ესტონეთისა და ხორვატიისთვის შემადგენლობა დაასახელა

მოახლოებულ მატჩებზე
სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად უშანსოდ ვართ ჯგუფში, თუმცა მეორე მხარე შეგვიძლია დადებითადაც შევაფასოთ - უფრო თავისუფლად ვითამაშებთ, დავაკვირდებით ფეხბურთელებს, რომლებზეც მომავალ ციკლში იმედებს ვამყარებთ და ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად მრავლადაა.

კარგად
მესმის ამ მატჩების მნიშვნელობა და რადგან შანსი არ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგზე არ ვითამაშებთ. მსგავსი რამ გამორიცხულია! ორივე მატჩში მოსაგებად გავალთ მოედანზე.

არგამოძახებულ ფეხბურთელებზე
რომან ჭანტურიათი დავიწყებ და გეტყვით, რომ საბუთებთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები, რის გამოც ესტონეთთან მატჩში მისი გამოძახება ვერ მოხერხდა, თუმცა შინ გასამართ შეხვედრაში აუცილებლად შემოგვიერთდება.

ვეღარ მოხდა განაცხადში ვერც ანრი ჭიჭინაძე (ქუთაისის "ტორპედო"), რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, თუმცა საკუთარ კლუბში ნაკლებად აქვს სათამაშო პრაქტიკა. ამდენად, მომავალში შევხედავთ - მასზე უარი არ გვითქვამს.

ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თუ ადევნებთ თვალს, ალბათ ნახავდით, რომ ლუკა ზარანდიას დღევანდელი კონდიციები სათანადო დონეზე არ არის. ის მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელია და მისი დიდი იმედი მაქვს მომავალში. ოქტომბერში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე, ვფიქრობ, ზარანდიას აუცილებლად ვიხილავთ გუნდში. მთავარია, მანამდე სათამაშო ფორმა აღიდგინოს...

გიორგი არაბიძეზე
ჩვენთვის მთავარი გუნდური პრინციპია და ვინც გუნდურად თამაშობს და ნაკრებს სჭირდება, ის აუცილებლად იქნება გამოძახებული. არაბიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში გამოგვადგება. ხელი გვაქვს აღებული მასზე და არ გამოვიძახებ-მეთქი, რომ ვთქვა, არაა მასე.

დაცვის პრობლემაზე
დიახ, ადრე ნამდვილად ვახსენე ეს პრობლემა. დაცვა, ისევე, როგორც შეტევა, გუნდურ პრინციპებზეა აგებული. ამდენად, როგორც წინაა დასახვეწი თამაში, ისე უკან - დაცვაში. ვფიქრობთ ამაზე, გუნდის შეკრებისას კონკრეტულ ზომებს მივიღებთ ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მოედანზე გასულმა გუნდმა რაც შეიძლება მეტი გავიტანოთ და რაც შეიძლება ნაკლები გავუშვათ.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა ჩანაცვლება
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლევან გეგეჭკორია ტრავმირებული და მას მოახლოებულ მატჩებში ვერ გამოვიყენებთ, კაკაბაძის არყოფნა დანაკლისია, თუმცა მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელებად თორნიკე კირკიტაძე და გრიგოლ ჩაბრაძე გამოვიძახეთ, რომლებსაც პერსპექტივა გააჩნიათ და მომავალ ციკლში მათაც დავეყრდნობით.

ეროვნულ ნაკრებში იქნებიან გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია და ლაშა დვალიც...

ის ფაქტი კი ნამდვილად მახარებს, რომ ამდენი ფეხბურთელია გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში. ეს მათთვის უდიდესი გამოწვევაა. დვალმა და აბურჯანიამ თავიანთი ადგილები უკვე დაიმკვიდრეს კიდეც.

ვიცი, რამდენიმე ფეხბურთელზე კიდევ არის საუბარი და მომავალში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დააკვირდება მათ და არაა გამორიცხული, გამოიძახოს კიდეც.

ეს ჩვეულებრივი პროცესია. შემცვლელებს რაც შეეხება, ძიების პროცესში ვართ - ვპოულობთ, ვნახულობთ...

ხორვატიას ზესტაფონში ვუმასპინძლებთ?
ეს საკითხი ჯერ ბოლომდე  არ არის გადაწყვეტილი. მცირე ტექნიკური პრობლემები არსებობს და უახლოეს პერიოდში, როცა გვეცოდინება, სად ჩავატარებთ ამ მატჩს, განვაცხადებთ.

თუმცა ვიტყვი, რომ ზესტაფონში თამაში ყოველთვის მახარებს. მომავალში გვსურს არა მარტო ზესტაფონში, არამედ სხვა რეგიონებშიც ჩატარდეს ახალგაზრდული ნაკრების მატჩები. ცხადია, ამის საშუალება უნდა გვქონდეს. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას.

ქართული კლუბების გამოსვლაზე ევროასპარეზზე
გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. კიდევ ვიტყვი, რომ არსებულის ამოწურვა უფრო მეტად შეიძლებოდა, თუმცა ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, ვფიქრობ, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც წლებია უკუსვლას განვიცდით.

ახლა ძალიან ბევრი პროექტი ამუშავდა, რაც მომავალში დიდ იმედებს მაძლევს, რომ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზეც გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. ამას დრო სჭირდება.

რთულია, ჩვენს გულშემატკივარს ლოდინი მოვთხოვო, რომელიც საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს, ობიექტურია, თუმცა მაინც მოთმინებისკენ მოვუწოდებ მათ. მოვა დრო და გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება.

P.S გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში საბა ლობჟანიძეც იხმო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არაბიძე ვაისს უნდა გამოეძახა!..და გუნდური თამაში ვინ უბდა ასწავლოს ახალგაზრდა ფეხბურთელს?მგონი მწვრთნელმა...იგნორირებით ისწავლის?თუ მეთოდიკა იგნირირებაა?
Zaza
25 აგვისტო 2016 17:04
0
ბატონო ედო ისე გეკითხად რატომ ვერა და ვერ ეღირსა თავის შანს ოთოარ კობახიძე რომელიც ნამდვილი ლიდერი იყო წინა წელს ბოლნსში და მარტო მოგიო უმაღლეს ლიგაში მრავალი მატჩი და დღესაც სტაბულუარდ კარგად ათამშდა
zuzu
25 აგვისტო 2016 16:33
0
maradona

რა გჭირთ ქალიშვილო თქვენ, თქვენი მოსაწონი ახლა მწვრთნელიც არ მოინახა?გეგუჩაძეც დაიწუნეთ უკვე?
jarji21
25 აგვისტო 2016 16:11
0
ფეხბურთის მამებს,- არაბიძეს მიიყვანთ იმ კონდიციამდე, რომ ჩაიცვას სხვა ქვეყნის მაისური.
ისე რა, სხვათაშორის/
25 აგვისტო 2016 16:10
0
ინდივიდუალისტები კოველთვის ფასობდნენ ქართულ ფეხბურთში...რა ჩირს ამათი ჩკუით არაბიძეს ისეთი,რო ვერაფრით ვერ მოერგო ამათ კოლექტიურ აზროვნებას...რატო აითვალცუნეს ეს ბიჩი...ასეთი ტალანტი ქართულ ფეხბურთს გიო ქინქლაძის მერე აგარ კოლია...ეჰ,ერთადერთი გეგუჩაძე მეიმედებოდა გეგუჩაძე მეიმედებოდა...და ეხლაც მეიმედება,მარა არაბიძის არგემოძახებას,მითუმეტეს სხვა ფეხბურთელების ფონზე ვერაფრით ვერ ვგებულობ...
maradona
25 აგვისტო 2016 15:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული