U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. დაასრულა ძალიან ცუდად - 3 თამაშიდან სამივე წავაგეთ, გავუშვით 7 და ვერ გავიტანეთ ერთი გოლიც კი.

რა თქმა უნდა, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ამოცანა ზედა ასაკის ნაკრებებისა და ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა, მაგრამ ამ შედეგზე თვალს ვერ დავხუჭავთ: ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშს "მშრალად" აგებს, თუნდაც მენტალურად ვერ იქნება მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ.

ჩვენ უშუალოდ არ გვინახავს ფინური ბატალიები, მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები თავის დროზე
ძალიან კრიტიკულები იყვნენ (სამართლიანადაც!) ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედია, დღეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეშიც მოძებნიან ხინჯს. ეს აუცილებელია, რათა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ არ გადაიჩეხოს უფსკრულში.

...ჩვენს ჯგუფში შვედები აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს ჯერ კიდევ ქართველებთან მატჩამდე ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია - ჭაბუკმა სკანდინავიელებმა ეს შეხვედრაც ბოლომდე მობილიზებულებმა ჩაატარეს.

მასპინძელმა ფინეთმა სასტარტო მატჩში განცდილი წარუმატებლობის (0:5 შვედეთთან) შემდეგ ძალა მოიკრიბა და საქართველოს ბულგარეთიც მიაყოლა. ბულგარელებმა კი ჩვენი დამარცხება შეძლეს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დაზუსტებით დაიწეროს, ეს არის - გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ყველაზე სუსტი იყო ამ ჯგუფში და ტურნირის ბოლოს დავმკვიდრდით იმ ადგილზე, რომელიც გვეკუთვნოდა...

ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ის ხალხი, ვისაც ეს ეხება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
03.10. ოულუ (ფინეთი)
შვედეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კულუშევსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სებო (48), 4:0 კრონა (75)
საქართველო: მამარდაშვილი, ბაბუნაძე, გელაშვილი, გრძელიძე, ჯავახიშვილი, ხვედელიძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (41. დარცმელია), დავითაშვილი (41. ოქროპირიძე), გაბუნია (62. გულიაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, ივანიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხილება: ფინდელი (13), გაბუნია (25), ვაისბროდი (34), ტანუსი (35), კულუშევსკი (38), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 3 0 0 12-1 9
2. ფინეთი 3 2 0 1 3-5 6
3. ბულგარეთი 3 1 0 2 2-4 3
4. საქართველო 3 0 0 3 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
დატოვეს ეს ისევლე მწვრტნელად,აი როგორ სეტანხმებიტ მოსაობენ ფედერაციასტან..უბრალოდ უნდა გენახატ ქომაგების აზრტან დაკავსირებიტ რა რეაქციები ქონდატ,,ბრავო უსინდისობას........
jiji
08 ოქტომბერი 2016 13:27
0
ნეტა თუ ატ ცხვენია კობიაშვილს და მუჯირს ამ ნაკრებს რო უყურეს ავსაჯანას ნაკრები სადამდე გავიდა და რა დროს მოხსნეს მწვრტნელი საქართველოში მაინც არ ყოფილიყო სამივე თამაში წააგო მაისურაძემ ესენი იქამდეც ვერ მივიდნნენ და მაისურაძე მაგარი მწვრთნელიაო დავაი დაახვიეთ ქართული ფეხბურთის მტრები ხარტ
giga
06 ოქტომბერი 2016 12:13
0
კულვარულად გაირკვა რომ მიუხედავად წარუმატებლობისა მწვრტნელად ისევ ტოვებენ გ.ა,-ას,,ბრავო ნაცნობ-მეგობრობას,,ასევე ალბატ უცვლელ სახეებსაც..ეხლა უკვე ხირს ნაკრების ქომაგობა..ეს ტუ ესე მოხდა მსუბუქად რომ ვტქვატ უდიერობაა მეტი არაფერი
jiji
06 ოქტომბერი 2016 10:20
0
იმედია ფედერაცია რამეს გვეტყვის და აგვიხსნის რატომ მოხდა ასეთი რამ.ამას ყველა ველოდებით და სერგოს ხედვა ვიცით რაც მთავარია
jiji,gri,buba
05 ოქტომბერი 2016 15:26
0
U17-ის შედეგი კატასტროფული არის. ბავშვების აღზრდა არის პრიორიტეტი და მათი მწვრთნელები უნდა იყვნენ საუკეთესოები მწვრთნელობის ბიზნესში. ასეთები არფიან დევდარიანი და მაისურაძე. ორივე დიდებული სპეციალისტი არის, რომელთაც აქვთ ახალგაზრდებთან ადამიანური, მამა-შვილური ურთიერთობის დამყარების უნარი და ფეხბურთის უმწიკვლო ცოდნის გაზიარების, კომუნიკაციის უნარი. ასეთი მარგალიტები უნდა იყვნენ დაკავებული ახალგაზრდების აღზრდით, ხოლო მათი მატერიალური ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეულად მაღალი, რომ მათი გადაბირება არ შეძლონ კერძო გუნდებმა. ასეთი სპეციალისტი ცოტა არის ზოგადად და მითუმეტეს საქართველოში. არ ვიცი რას საქმიანობენ ისინი ამჟამად, მაგრამ როცა ისინი წვრთნიდნენ ასაკობრივ ნაკრებებს, გუნდები ღირსეულად გამოდიოდნენ ევროპულ საკვალიფიკაციო ტურნირებში. მათ ხელში გამოვლილი ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელია. იმედია ორივე ქართველი ახალგაზრდების აღზრდით არიან დაკავებულები.
ლუკა
05 ოქტომბერი 2016 12:32
0
არ გიკვირთ მაისურაძე, დევდარიანი, ავსაჯანაშვილი სად გადაკარგეს, ვისაც შედეგები ქონდათ ყოველ შესარჩევში, ელიტ რაუნდში გავდიოდით რა დააშავეს,თუნდაც ცხადაძე ავიღოთ,ფეხბურთის მამებო ხომ ხვდებით ვერ შეძელით მუშაობა, სანამ გვიან არ არის გზა დაუთმეთ.
niko
05 ოქტომბერი 2016 12:01
0
გიას რაც საქარტველოსი ხდება ფეხბურტსი იქ როგორ სეიცლება ბავსვის მიყვანა.ცალიან მონდომებიტ იცავ რახაც ამატ ეტყობა ახლობლები არიან,,მაგრამ გავიცყდება რომ სამარცხვინოდ გამოვიდნენ და იტამასეს..ნული გატანილი და ბევრი მიხებული
gri
05 ოქტომბერი 2016 11:29
0
Rati-ს. სამკურნალო თქვენი "უაღრესად ტალანტი" ბავშვები კი არა, ფეხბურთის ნარდი ქომაგები გავხდით. რა გინდა? ის ხომ არა, რომ ასეთი შედეგის შემდეგ ქება დიდება შევასხათ თქვენს "ბავშვებს"!!. შედეგი კი ნულია ყველა მიმართულებით. სანამ ასე იქნება, ლანძღვა-გინება გარანტირებული გაქვთ.
buba
05 ოქტომბერი 2016 09:40
0
რამ გადარიატ ესენი,,რომ კიტხო მესი და რონალდო არიან.მაგრამ უმეტესობა ახლობლებიტ და ფულიტ არიან იქ.სიმარტლე არ მოსწონტ ვიხაცეებს.სიმარტლის მოსმენა ცნელია და იმიტომ.
vano
05 ოქტომბერი 2016 00:38
0
რა უკვირტ ამ ხალხს? უბნის მწვრტნელი უკეტეს სედეგს დადებდა ვიდრე ეგ,,მერე ფეხბურტელებიც უსუსურები იყვნენ რამოდენიმეს გარდა რა გასაკვირია,,ნაკრები ტავისი რომ გონიატ იმიტომაა რომ ვერ იგებს ნაკრები და ყველა რომ წააგო
jiji
04 ოქტომბერი 2016 22:20
0

სიახლეები პოპულარული