- U21. საფრანგეთი-საქართველო 5:1 - მტკივნეული ჩამორჩენა [VIDEO+PHOTO]
ამ მატჩის შესახებ თბილისის "ლოკომოტივისა" და ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ლუკა ზარანდიამ კომენტარი კლუბის ვებგვერდთან გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.
"საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. მათ რიგებში იმ დონის ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებიც არა მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში, არამედ ეროვნულ გუნდშიც თავისუფლად ითამაშებდნენ.
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ ნაკრების პირველი თამაში იყო და ახალ შესარჩევ ციკლს იმედიანად ვხვდებით. პირადად მე კი, საბედნიეროდ, ოპერაციას გადავურჩი და ტრავმები მოვიშუშე.
ბედნიერი ვარ, რომ მთავარი მწვრთნელი მენდო და თავის გამოსაჩენად 90 წუთი მომცა", - ამბობს ზარანდია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"