U19. ოთხთა ტურნირი: საქართველომ საფრანგეთთან დიდი ანგარიშით წააგო

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "ოთხთა ტურნირის" მეორე მატჩი გამართა.

ჩვენი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იყო. გიორგი ყიფიანის შეგირდები ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთთან გამართა და ანგარიშით 0:3 წააგო.

მომდევნო შეხვედრას ქართველი 19-წლამდელები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე ჰოლანდიასთან ჩატარებენ. პარალელურად კი ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელები "მესხის" სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
მუდმივად ვადევნებ თვალს კომენტარებს და მრჩება მხოლოდ ერთი აზრი-მარტო ვიწროდ მოაზროვნე ხალხი ზის აქ და წერს. ცოტა გლობალურ თემებზე ვერ მსჯელობთ? და გგონიათ, რომ ყიფოს წასვლით ეშველება საქმეს?! კარგით რა, სისტემურად არის შესაცვლელი ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს და კლუბებს უნდა მიეხედოთ. ლოგიკა ვისაც აქვს -2 კვირიანი შეკრებით მწვრთნელი გაზრდის ფეხბურთელს? ვერა, ეს შეუძლებელია. და კიდევ ერთი-კაცობაზე ლაპარაკს მოეშვით. ყიფოს კაცობა დარწმუნებული ვარ ბევრს არ აქვს აქედან! რა იცით ვინ არის და რა კაცობა აქვს?! ჩემი მწვრთნელი იყო, როდესაც ვთამაშობდი და დღესაც სამაგალითო კაცია ჩემთვის ზუსტადაც თავისი კაცობით და პრინციპულობით. ამ ქვეყანას არაფერი ეშველება სანამ გლობალურად არ მიუდგებით ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთისგავლანძღვით და გათათხვით ვიქნებით დაკავებულები!
ყველას
11 ნოემბერი 2016 18:35
0
ახალი ამბავი:)
:)
11 ნოემბერი 2016 18:26
0
ამ გრანდების ჩამოყვანას და შერცხვენას{ამათთან მოგების იმედი ვის ქონდა?}ჩამოგეყვანათ საშვალო დონისები
ალეკსანდრე
11 ნოემბერი 2016 18:06
0
ყიფიანი დააწინაურეთ, ეროვნული ჩააბარეთ. აბა მოსახსნელი კაი ხნის უკან იყო.
gela
11 ნოემბერი 2016 18:01
0
საინტერესო იქნება ყიფიანის კომენტარი. მოგებით რომ ვერ მოიგებდნენ ფრანგებთან გასაგებია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც, მითუმეტეს, როცა სახლში თამაშობ.
აკო
11 ნოემბერი 2016 17:56
0
ეს რა ხდება რას ტან გვაკს საქმე
zaza
11 ნოემბერი 2016 17:48
0
სამარცხვინოა ბიჭებო სამარცხვინო, ნუღა გავალთ მოედანზე.
fegburtis moyvaruli
11 ნოემბერი 2016 17:45
0
ასეთ წაგებებზე გაზრდილი ბავშვები დაკომლექსდებიან და ფეხბურთელებად კი არა ბაზარში ურიკის მატარებლად არ ივარგებენ, კობი და მუჯირო ტქვენს სინდისზე იყოს ამ ბავშვების გაფუჭება! დააბრუნეთ ვასილ მაისურაძე, ტორემ დაიღუპებიან ეს ბავშვები!!!
giorgi
11 ნოემბერი 2016 17:44
0
ეს ბავშვები ალბათ ცოტათი უფრო კვალიფიციური მწვრთნელის ხელში უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდნენ ვიდრე ეს 2 მატჩი ყიფიანი რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელის ნათესავი არ იყოს, ეყოს ვაჟკაცობა და წავიდეს რა, ფედერაციავ ცოდვაა ეს ბავშვები თქვენი მეგობრის ყიფოს ხელში, შეიცოდეთ რა ხალხი არ ხართ, რა თევზებივით გაჩუმებულხართ ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!
gio
11 ნოემბერი 2016 17:39
0
ბურთის მიღებას 10 წლამდე ასწავლიან, სამწუხაროდ ჩვენს 19 წლამდელებს კიდევ დიდი შრომა ჭირდებათ ბურთი რომ სწორად მიიღონ. . .
Katastrofa
11 ნოემბერი 2016 17:34
0

სიახლეები პოპულარული