ჩვენი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იყო. გიორგი ყიფიანის შეგირდები ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთთან გამართა და ანგარიშით 0:3 წააგო.
მომდევნო შეხვედრას ქართველი 19-წლამდელები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე ჰოლანდიასთან ჩატარებენ. პარალელურად კი ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელები "მესხის" სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.