გიორგი ყიფიანი: ამ ტურნირზე ნათლად გამოჩნდა ჩვენი სერიოზული პრობლემა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ოთხთა ტურნირი ბოლო ადგილით დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა მისი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

- U19. ოთხთა ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთანაც წააგო [VIDEO]

"სამივე მატჩში დამარცხება ძალიან სამწუხაროა, ისევე, როგორც ის, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამას აქვს უამრავი მიზეზი, რომელზეც შეიძლება ხანგრძლივად ვილაპარაკოთ. ამ ტურნირმა ჩვენი გუნდის არაერთი ნაკლი გამოაჩინა", - ამბობს ყიფიანი.

19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტურნირის პოზიტიურ მხარეზეც თქვა:

"ერთადერთ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოთამაშეებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ჩვენი ფორმაციის ნაკრებმა
მსგავსი სიძლიერის მეტოქეებთან პირველად ითამაშა და ნათლად გამოჩნდა ის ნაკლი, რომელზეც აუცილებლად ვიმუშავებთ.

ყოველ თამაშში უნდა შევეცადოთ ნაკლოვანებების გამოსწორებას. იმედია, 2017 წლის ივლისს ოპტიმალურ მდგომარეობაში შევხვდებით და საქართველოში გასამართავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ღირსეულად წარვდგებით".

რა არის მიზეზი, რომ გუნდს გოლი ვერ გააქვს? ყიფიანს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელებზე არ არის დამოკიდებული, ეს გუნდური თამაშის შედეგი უნდა იყოს. ჩვენს ნაკრებზე ცუდად აისახა ის ფაქტი, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო სტაბილური შემადგენლობით გამოსვლა ვერ მოვახერხეთ და ფეხბურთელების ხშირი ცვლაც გვიწევდა.

თუმცა ამ ტურნირზე ნათლად გამოჩნდა ჩვენი სერიოზული პრობლემა - შესაძლოა, მეტოქეებთან სათამაშო კლასში დიდი სხვაობა არ ყოფილა, მაგრამ ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩენა იგრძნობოდა და ეს საბოლოო შედეგშიც გამოჩნდა.

ჩვენი პლუსი სათამაშო აზროვნებაა და მიმაჩნია, რომ რაც ნაკლი გვაქვს, იმის გამოსწორება შეიძლება.

იმედი მაქვს, ჩვენი ჩემპიონატი გაძლიერდება, ისევე, როგორც 19-წლამდელთა პირველობა და ეს თითოეულ მოთამაშეზე დადებითად აისახება. ასეთ შემთხვევაში მოვლენ ფეხბურთელები ნაკრებში გაცილებით მომზადებულები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
სადა აქვს თავმოყვარეობა,მართლა უპატრონო და ნიჭიერი ბიჭების ცოდვით ვერგაიხარე,შორიდან რო აყურებინე შორიდან
gega
15 ნოემბერი 2016 13:12
0
მოაშორეთ ეს არა ადეკვატი აქედან
barbare
15 ნოემბერი 2016 12:59
0
წადი რა ..
status quo
15 ნოემბერი 2016 12:47
0
სუფთა ფეოდალიზმია საქართველოში ყველა სფეროში რა, მდიდრებისთვის ყველაფერი ჩვეულებრივი ხალხსითვის არაფერი, ფეხბურთის თამაშიც კი....
DAA
15 ნოემბერი 2016 12:41
0
ყიფიანი სად ტამასობდანეტა რაუქნია ამ ბავშვებისთვის რა უსუსურად გამიყურებოდენნ სტადიონი შემაძულეს სპეციალურად ჩამოვიყვანეტ ბრენდეი?მერე რასი გმოჩნდით ძლირები ვაფსე წყალწაღებულები სანამ ამისიანი იმისიანი არ მოისპობა არაფერი გეშვლებათ საცოდავებო
dato
15 ნოემბერი 2016 12:39
0
ნუ დაგვღალეთ ცუდ ფიზიკურ მომხადებაზე ლაპარაკით:))) პრობლემები სხვაც ბევრი გაქვთ:)))
შოკირებული გულშემატკივარი
15 ნოემბერი 2016 12:32
0
ყიფიანის და მუჯირის კომენტარები მაოცებს გავაანალიებტ და გამოვასტორებტო რას ჯიგაო რომრლ ერტს სად იყო კარგი წერტილი ყველა პოზიცია დაქცეული აქვტ უპატრონო და ჯანიანი ბავშვები თქვენ გემოვნებაში ვერ ჯდებიან პატრონიანები გყავდათ და დაინახეთ რაც შეუძლიათ თამაშის დამტავრების მერე გული მისკდებოდა ლამის მეგონა მუჯირი ჭუმბურიძე ყიფიანი გაიპარებოდენ დაიწყეს დაჯილდოება და დავახვიაფუ უსრცვილოებო ფულები გააკეტეტტ და სხვა რამე კიდიატ ბოღმა ცუდია ვერაფერს გააკეტებტ სანამ რეალურად არ გამოიხედავთ ტვალებიდან
ggggg
15 ნოემბერი 2016 12:25
0
უტურნიროდ ხო რას ლაპარაკობ,არ ჩანდა:))
:)
15 ნოემბერი 2016 12:06
0
ამ გუნდის პრობლემა შენახარ ბიძიკო.თანაც ძაან სერიოზული პრობლემა,ამიტომ წადი ბიძიკო წადიიიიიი.
თენგო
15 ნოემბერი 2016 12:02
0
ერთი ამბავი გამახსენდა; ნორჩ დინამოში დავდიოდი (ედიკას დრო იყო) ხოდა სანამ ვარჯიში დაიწყებოდა, რაზმინკაზე დირექტორი შემოვიდა გუნდის სიით. ექვსი თუ შვიდი ბავშვი გამოგვარჩია და გვითხრა, თქვენ სანამ გადასახდს არ გადაიხდით აქ არ დაგინახოთო! ცრემლები წამოგვივიდა, ავდექით და იქვე წერეთელზე ქუჩის ასფალტის მოედანზე გავედით და იქ ვითამაშეთ ცალკარა... რამდენი ასეთი ისტორია ვიცი კიდე...
ქომაგი
15 ნოემბერი 2016 11:26
0

სიახლეები პოპულარული