U16. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს სძლია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

გურამ ასპინძელაშვილის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. საქართველოს შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა გიორგი იაკობიძემ, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა გუნდები 19 დეკემბერს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ "ჩვენ"? :) მრავლობითში რატომ? იყო აქ კომენტარები როცა მსგავსი რამ იწერებოდა და ამაზე გავამახვილე ყურადღება და შენ საერთოდ რა შუაში ხარ თუ იმ კომენტარების მსგავსად არ ფიქრობდი? :)
ყური მიგდე-ს
20 დეკემბერი 2016 15:33
0
ver gavige ბოდიშს გიხდი, მაგრამ თუ ვერ იგებ დაანებე თავი...ჩვენ გვინდა ფეხბურთი და, სადაურებიც უნდათ ათამასონ, ოღონდ მზად იყვნენ სათამასოდ..
ყური მიგდე
20 დეკემბერი 2016 15:14
0
ძაან მაგარი ბიჭია დათო,მეორე ტაიმში შეუშვა,იმედია შემდეგ თამაშში უკეთესი იქნება მაგრამ ძნელია არეულ გუნდში თამაში,დასალაგებელია გუნდი რა
დათოს
18 დეკემბერი 2016 19:00
0
iase- მე არვიყავი თამაშზე და ქუთათელაძეზე რას იტყვი?
დათო
16 დეკემბერი 2016 17:53
0
საბურთალო-დინამოა ნაკრებშიო და არ მოგწონდათ. ეხლა ლამის ყველა ქართული კლუბიდანაა გამოძახებული და საშინელება იყოო.

რომელი დავიჯეროთ? ან რა გვინდა საერთოდ ვიცით?
ver gavige
16 დეკემბერი 2016 17:52
0
საშინელება იყო ვინც ნახა,ქაოსი და დაბალი ხარისხის ფეხბურთი.უამრავი სუსტი ბავშვი.ასე არავისთან შანსი არ გვექნება.იმედია რაღაცეებს ან ვიღაცეებს შეცვლიან
iase
16 დეკემბერი 2016 16:51
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული