U16. ასპინძელაშვილმა ნაკრებში პსჟ-ის ფორვარდი ნიკა ქუთათელაძეც გამოიძახა

AutoSharing Option
16 და 19 დეკემბერს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანელ თანატოლებთან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა უკვე შეარჩია ის 22 ფეხბურთელი, რომლებიც ამ მატჩებში საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

16-წლამდელები 9 დეკემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბებიან და იქვე, 14 საათზე, გაიმართება ორივე სპარინგი აზერბაიჯანელებთან. ქართველ ქომაგს შეუძლია, საქმეში ნახოს ნიკა ქუთათელაძე, ვინც "პარი სენ ჟერმენის" ასაკობრივ გუნდში შეუჩერებელია.

მანამდე კი ასპინძელაშვილის რჩეულთა სიას გავეცნოთ: გურამ ჭიკაშუა (სფფ აკადემია), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), მარლენ აბსანძე (აკადემია
ზუგდიდი), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ლევან თოლორდავა (მერანი), ნიკა მჭედლიძე (ზესტაფონი), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), გივი მუკბანიანი (ტორპედო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე კურტანიძე (ცხინვალი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (სფფ აკადემია), გიორგი ღლონტი (შუქურა).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რა ნაკრბებია , პარლამენტია რეგინული პრინციპიტ თუ რა, ვის აყრით თვალებში ნაცარს, საბურთლოს იმდენი კარგი ბავშვი ყავს და 1 ბავშვია მარტო დაძახებული ეგ ბავშვები უკვე დიდი ხანია იქნებოდნენ ჩამოყვანილი თბილისურ გუნდებში რამე ტალანტი რო ქონდეთ
Shalva
19:08 10-12-2016
0
ამდენი პიარის მერე გამოიძახებდა,აბა რას იზამდა.სად არიან გაპიარებული დინამოელები და საბურთალო?
Rezo
17:01 09-12-2016
1

სიახლეები პოპულარული