გურამ ასპინძელაშვილი: არც თამაშით ვარ კმაყოფილი და არც შედეგით

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან. პირველ მატჩში ქართველებმა 3:2 მოიგეს, მეორე შეხვედრაში კი 0:1 დამარცხდნენ. ნაკრების მთავარ მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილს ვესაუბრეთ...

- სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებისთვის აზერბაიჯანთან ორი სპარინგი?
- ნამდვილად სასარგებლო იყო ეს სპარინგები ჩვენი გუნდისთვის. ვნახეთ დადებითი და უარყოფითი თვისებები, რაც გაცილებით კარგად ჩანს საერთაშორისო შეხვედრებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ისიც, რომ საქართველოს რეგიონებიდანაც გვყავდნენ ფეხბურთელები გამოძახებული.

- თამაშის ხარისხით კმაყოფილი ხართ?
- უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც თამაშით და არც შედეგით კმაყოფილი არ ვარ.
სხვათა შორის, არც პირველი შეხვედრის შემდეგ დავრჩენილვარ კმაყოფილი, რომელიც მოვიგეთ.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- არ იქნება მართალი, აქცენტი გაკეთდეს მხოლოდ ერთ პრობლემაზე. ჩვენი პრობლემები კომპლექსურია, სამუშაო კი ძალიან ბევრი.

- აზერბაიჯანთან ნაკრებმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა?
- არა, არ გვითამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ორი ლეგიონერი ვერ ჩამოვიდა - ლორთქიფანიძე და გელაშვილი. გარდა ამისა, 6-7 ფეხბურთელი უშუალოდ შეკრებისას გამოგვაკლდა გრიპის ვირუსისა და ტრავმების გამო.

- რას იტყვით ნიკა ქუთათელაძეზე, "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელზე, რომელიც ორივე თამაშში ნახეთ საქმეში?
- ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია, მთლიანად გუნდზე ვილაპარაკო. მწვრთნელის მხრიდან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ცალკეულ ფეხბრთელებზე საუბარი.

- იანვარში მინსკის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებთ...
- ძალიან სასარგებლო ტურნირი იქნება. 12 ნაკრები თამაშობს მინსკში და აქედან 7 - ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია გასული. ერთი წლით პატარები ვიქნებით ჩვენს მოწინააღმდეგეებზე, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. იმედია, მოვახერხებთ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას. ეს ის დროა, როცა შეკრება აქვთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ გუნდებს.

- თუ არის მოლაპარაკება უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებთან, რომელთაც არ აქვთ ქართული პასპორტი?
- არის და საკმაოდ სერიოზულიც! უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ ვასახელებ მათ გვარებს. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს არ აქვს ნიჭიერი მოთამაშის დაკარგის ფუფუნება.

- ცოტა მაინც რომ გვითხრათ მათ შესახებ...
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რომ ისინი გერმანიაში თამაშობენ.

- მდგომარეობა უიმედო ხომ არ არის?
- არა, რატომ? როცა დასრულდება მოლაპარაკება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაისურაძე რა შუაშია,ოთარ კორღალიძე დააბრუნეთ
თინა
23:45 06-01-2017
0
ძალიან მძიმე სამუშაო აქვს ამ კაცს.ღმერთმა ხელი მოუმართოს
Kakha
09:23 27-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული