თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ტულის "არსენალი" ზამთრის შეკრებას თურქეთში გაივლის. თურქეთში გაემგზავრება თბილისის "დინამოც", რომელიც იქ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

როგორც რუსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, 26 თებერვალს ტულის "არსენალი" ამხანაგურ შეხვედრას თბილისის "დინამოსთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 16 იანვარს, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე. "დინამო" ქალაქ ლარაში, სასტუმრო "მირაკლში" დაბინავდება, 25 იანვარს კი ვიაჩესლავ გროზნის გუნდი სლოვაკურ "ჟილინას" დაუპირისპირდება. 28 იანვარს თბილისური გრანდის მეტოქე რუსული "ტომი" იქნება, 1-ელ თებერვალს მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება, ხოლო 4-ში რუსულ "ორენბურგთან" გაარკვევს ურთიერთობას.

"დინამო" სამშობლოში 5
თებერვალს დაბრუნდება და ერთ კვირაში მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქეები პირველ თურქულ შეკრებაზე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრანდი :))))))) აბა სამტრედია და ჩიხურა სუპერგრანდები არიან? :)))
Goga
22:36 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული