როგორც რუსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, 26 თებერვალს ტულის "არსენალი" ამხანაგურ შეხვედრას თბილისის "დინამოსთან" გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 16 იანვარს, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე. "დინამო" ქალაქ ლარაში, სასტუმრო "მირაკლში" დაბინავდება, 25 იანვარს კი ვიაჩესლავ გროზნის გუნდი სლოვაკურ "ჟილინას" დაუპირისპირდება. 28 იანვარს თბილისური გრანდის მეტოქე რუსული "ტომი" იქნება, 1-ელ თებერვალს მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება, ხოლო 4-ში რუსულ "ორენბურგთან" გაარკვევს ურთიერთობას.
"დინამო" სამშობლოში 5
- თბილისის "დინამოს" მეტოქეები პირველ თურქულ შეკრებაზე ცნობილია