კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მარტვილელებმა სპარინგ-მატჩებში მეტოქეთა ვინაობა უკვე დააზუსტეს. "მერანის" პირველი მოწინააღმდეგე იქნება უკრაინის პერშა (პირველი) ლიგაში 48 ქულით გალიდერებული "მარიუპოლი", რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია.
მეორე მეტოქეა ჩერნიგოვის "დესნა", რომელიც ასევე უკრაინის პირველი ლიგის ბინადარია და 40 ქულით მე-3 ადგილზეა. ეს გუნდიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
მარტვილელებმა მესამე სპარინგი პოლონურ (მიელეცი) "სტალთან" დაგეგმეს, რომელიც იქაურ პირველ დივიზიონში მე-14 ადგილზეა. შეკრებას "მერანი" უზბეკეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ოლმალიქთან" დაპირისპირებით დაასრულებს.
გიორგი მიქაძის "მერანი" ანტალიაში 6 თებერვალს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
harhan gabalam hekreba tbilishi gaiara da aba miedaret romelime.