მარტვილის "მერანი": სპარინგები გაწერილია

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მარტვილელებმა სპარინგ-მატჩებში მეტოქეთა ვინაობა უკვე დააზუსტეს. "მერანის" პირველი მოწინააღმდეგე იქნება უკრაინის პერშა (პირველი) ლიგაში 48 ქულით გალიდერებული "მარიუპოლი", რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია.

მეორე მეტოქეა ჩერნიგოვის "დესნა", რომელიც ასევე უკრაინის პირველი ლიგის ბინადარია და 40 ქულით მე-3 ადგილზეა. ეს გუნდიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

მარტვილელებმა მესამე სპარინგი პოლონურ (მიელეცი) "სტალთან" დაგეგმეს, რომელიც იქაურ პირველ დივიზიონში მე-14 ადგილზეა. შეკრებას "მერანი" უზბეკეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ოლმალიქთან" დაპირისპირებით დაასრულებს.

გიორგი მიქაძის "მერანი" ანტალიაში 6 თებერვალს
გაემგზავრება და იქ, სავარაუდოდ, ორ კვირას დაჰყოფს. თურქულ შეკრებამდე კი მერანელები საქართველოში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთი ის გამაგებინა ამ ხალხმა რატომ უნდა იგულაოს ჩვენი გადახდილი ფულით უცხოეთში. შედეგი ნული.
gabo
15:53 24-01-2017
0
წარმატებები ყველაზე პატიოსნად მოთამაშე კლუბს და მის თავგადადებულ მფლობელებს და ხელმძღვანელობას!
Irakli apkhaidze
16:27 24-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული