ქუთაისის "ტორპედო": ტატო ხაინდრავა იქით, კახა მეშველიანი აქეთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" კიდევ ერთი, საკმაოდ კარგი მეკარე გამოჩნდა - ამიერიდან, როინ კვასხვაძესა და მაქსიმე ქვილითაიასთან ერთად, გუნდის კარს კახა მეშველიანიც დაიცავს.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" 24 წლის კიპერმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეშველიანი ქუთაისელი გახლავთ და "კოლხიდაში" ემზარ ხურცილავას და როლანდ ცუცქირიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 16 წლის ასაკში "ზესტაფონში" მიიწვიეს, სადაც 2013 წლის ჩათვლით ირიცხებოდა. კახას დიდი კონკურენციის გამო ძირითადში თამაში იშვიათად (5 მატჩი) უწევდა. ამის შემდეგ "სამტრედიას" მიაშურა და გუნდში 12 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გარდამავალ ეროვნულ ჩემპიონატში
ქვეყნის ჩემპიონის მთავარი მეკარე ომარ მიგინეიშვილი გახლდათ, ხოლო მეშველიანი - მისი შემცვლელი.

აქვე ვიტყვით, რომ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "ტორპედო" მეკარე ტატო ხაინდრავამ დატოვა. ის შარშან განათხოვრებით პირველი ლიგის გუნდებში თამაშობდა, ჯერ "რუსთავში", მერე კი - წყალტუბოს "სამგურალში". სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ხაინდრავა კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს.

ქუთაისის "ტორპედო" 28 იანვარს ქობულეთის "შუქურასთან" მორიგ საკონტროლო შეხვედრას საღორიის ბაზაზე გამართავს. ჯერჯერობით, ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობენ გაბრიელ საღრიშვილი და შალვა ბურჯანაძე, ხოლო ლაშა კუჭუხიძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

ქობულეთელებთან გუნდს დაეხმარება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 4 ტორპედოელი - როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ოლეგ მამასახლისი და ბექა ტუღუში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდათ ყოფილა ტორპედოს საქმე!
გოგი ქუთაისელი
14:21 27-01-2017
0
სად გააქციენ ჩაჩავა ტორპედოდან, მერიამ გვიპასუხოს!
გივი
15:57 27-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული