თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირების პროცესი ოქტომბრის თვეში დაიწყო. სალიცენზიო განაცხადი 25-მა კლუბმა წარადგინა, მათ შორის, 11 - პირველი ლიგის კლუბი იყო.

6 იანვარს შესაბამისმა კომიტეტმა ლიცენზირების პირველი ეტაპი დაასრულა და "ვიტ ჯორჯიას" გადაწყვეტილება წერილობით აცნობა - კლუბმა ეროვნული A კატეგორიის ლიცენზია მიიღო, რომლის თანახმადაც, 2017 წელს პრო ლიგა 2-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შარშან კლუბის უმაღლეს ლიგაში არგადასვლის მიზეზი სწორედ ლიცენზიის ვერმიღება გახდა და ცხადია, "ვეტერინართა" ხელმძღვანელობისთვის ეს ფაქტი ბევრს ნიშნავს.

"ვიტ ჯორჯია" იმ იშვიათი კლუბების
კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც საქართველოში ყველა ტიტული აქვს მოპოვებული - ორგზის ქვეყნის ჩემპიონია და თასიც მოუგია თავისი სუპერთასით.

გუნდის ყოფილი კაპიტნის, თენგიზ კობიაშვილის სამწვრთნელო კარიერა წარმატებული გამოდგა - მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი კარგად ჩაატარა და პირველი ლიგის კლუბებიდან პირველმა მოიპოვა პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება.

"კლუბს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ლიცენზიის არქონის გამო რომ არ მისცეს, ამის შემდეგ მოთამაშეები გატეხილები იყვნენ. ფსიქოლოგიურად, ეს ძნელად გადასალახი ბარიერი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ ამ ბარიერის დაძლევა და გადაწყობა მოვახერხეთ და მიხარია, რომ წარმატებული სეზონი ჩავატარეთ - პრო ლიგა 2-ის საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოვიპოვეთ.

მიხარია, რომ მებრძოლი გუნდი მყავს, რომელიც ფეხზე წამოდგომას ახერხებს", - ამბობს კობიაშვილი.

მისივე თქმით, გუნდის დაკომპლექტებისას ასაკობრივი ზღვარით არ იხელმძღვანელებს:

"ჩვენ ახლაც ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდი გვყავს. ჩვენი საკადრო კონცეფცია იმას ეყრდნობოდა და ეყრდნობა, რომ ახალგაზრდული გუნდი ვართ. მაგრამ ხანგრძლივი სეზონისთვის, შესაძლოა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატოთ, რადგან მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნიჭიერესი და პროფესიონალი არის თენგიზ კობიაშვილი.
maia
00:27 29-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული