ამბიცია არც დანარჩენ ოთხ გუნდს ("ცხინვალი", "რუსთავი", "ზუგდიდი", "მეშახტე") დაეწუნებათ და, აქედან გამომდინარე, საინტერესო და დამაინტრიგებელ ჩემპიონატს უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, ამ ლიგაშიც ათი გუნდი ოთხ წრედ იასპარეზებს: გამარჯვებული ავტომატურად
რაც შეეხება დაქვეითებას, ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ადგილზე გასული გუნდი III ლიგაში იასპარეზებს მომავალ სეზონში, VIII-IX ადგილზე გასულ ორ გუნდს კი პლეი ოფის მატჩები მოუწევს ბრძოლა რანგით ამ მეორე ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
ამ მართლაც მარათონული ტურნირის წინ ძალიან ძნელია ამა თუ იმ გუნდს ფავორიტისა თუ აუტსაიდერის სტატუსი მივანიჭოთ; თუმცა, მაინც გვგონია, რომ ეროვნულ ლიგაში აღზევების უფრო მეტი შანსი "ვიტ ჯორჯიას", "გაგრას" და "მერანს" ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ სამივე ამ ფავორიტს კერძო მფლობელი ჰყავთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ კლუბების მეპატრონეები - გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია"), ბესო ჩიხრაძე ("გაგრა") და ფრიდონ ინჯია ("მერანი"), უკვე წლებია, საკუთარი ჯიბიდან ინახავენ თავიანთ კლუბებს და თავის დროზე, უმაღლეს ლიგაში გარკვეული წარმატებებისათვის მიუღწევიათ.
"ვიტ ჯორჯიამ" სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ეს არც იყო მოულოდნელი: თენგიზ კობიაშვილის გუნდმა, ფაქტობრივად, მთლიანად შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი და პლუს, რამდენიმე ფეხბურთელითაც (ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, ალეკო ჩაკვეტაძე) გაძლიერდა.
აი, რაც შეეხება I ტურის ცენტრალურ შეხვედრას, ამ შემთხვევაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა: ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა "მერანმა" და გამოცდილი უკრაინელი მწვრთნელის, ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაგრამ" ფრედ (0:0) ითამაშეს.
სხვათა შორის, "მერანიდან" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი წავიდა, მაგრამ შევსებაც სოლიდურია: მარტვილელთა გუნდში გააგრძელებენ კარიერას ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი, ცენტრფორვარდი რევაზ ბარაბაძე და გამოცდილი უკრაინელი ლეგიონერი სერგეი ტრეტიაკი.
ასევე რამდენიმე ახალწვეული ჰყავს "გაგრას", რომელთა შორისაც უნდა აღვნიშნოთ მეკარე გიორგი ნადირაძე, ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი და შარშანდელი სეზონის პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ნიკოლოზ ხინთიბიძე.
სამი ფავორიტი ვახსენეთ და, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ეს სტატუსი უნდა მივაკუთვნოთ "სიონსაც", 21-წლიანი პაუზის მერე რომ მოუწია რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობამ.
საერთოდაც, ბოლნისელთა გუნდის გამოსვლა დიდ ინტერესს არა მხოლოდ იმის გამო იწვევს, რომ, ფაქტობრივად, მთლიანად გადახალისებულია გუნდის შემადგენლობა: "სიონის" დირექტორად ხომ ბუბა ტყავაძე დაინიშნა, მთავარ მწვრთნელად კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში არანაკლებ ცნობადი სახე, გამოცდილი სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი!
"სიონში" უამრავი გამოცდილი თუ ახალგაზრდა ახალწვეულია, თუმცა ორი მათგანი მართლაც იმსახურებს ცალკე აღნიშვნას: 35 წლის ნახევარმცველს ალექსანდრე კოშკაძესა და 32 წლის ცენტრფორვარდს ჯაბა დვალს ხომ უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული აქვთ მოპოვებული უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს ასპარეზობისას.
როგორც აღვნიშნეთ, "სიონში" ახალგაზრდებიც მრავლად არიან და მათ შორის უნდა გამოვყოთ 20 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი, რომელიც უმძიმესი ტრავმის მერე ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა ბოლნისურ
კლუბსა და, საერთოდ, ფეხბურთს...
შედარებით მოკრძალებული მიზნები უნდა ჰქონდეთ ამ სეზონში გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამგურალს" (სადაც გამოცდილი ფეხბურთელები გამოდიან - გიორგი ნერგაძე, გაგა ჩხეტიანი, დავით ციცხვაია) და კახა გოგიჩაიშვილის დამოძღვრილ "მეშახტეს". თანაც, ტყიბულელთა გუნდს პირველი ორი წრე საშინაო თამაშების ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე მოუწევთ.
ისე, დიდი შანსი იყო, რომ "მეშახტეს" სეზონი გამარჯვებით დაეწყო, მაგრამ პირველი ტურის დასკვნითი მატჩის მიწურულს, ტყიბულელთა გუნდის გამოცდილმა ახალწვეულმა საბა ლომიამ პენალტი ვერ გამოიყენა... თუმცა, ერთიანად სახეშეცვლილი და "ზომაზე მეტად" გაახალგაზრდავებული "ცხინვალიც" (მხოლოდ სამი ფეხბურთელიღა რომ დარჩა შარშანდელი შემადგენლობიდან - გიორგი ცერცვაძე, ლაშა ქოჩლაძე, თამაზ მაქაცარია) არ იმსახურებდა დამარცხებას: გოჩა ჩიქოვანის გუნდმა არაფერი დაუთმო მეტოქეს.
სხვათა შორის, "ცხინვალში" ერთი ცნობადი ახალწვეულიც გამოჩნდა: 25 წლის ნახევარმცველი ლაშა გვალია.
დაბოლოს, ტურის კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებაზეც: ამბიციური მიზნების მქონე "რუსთავმა" მეორე ტაიმში გატეხა სხვებთან შედარებით აშკარად დაუკომპლექტებელი "გურიას" წინააღმდეგობა და 3:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
იმის მიუხედავად, რომ ვარლამ კილასონიას გუნდი 3 მატჩის წინ ამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, "გურიამ" პირველ ტაიმში ერთი სახიფათო კონტრშეტევა გოლად აქცია (გიორგი კაშიამ რომ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა), მეორე ეპიზოდში კი ნოდარ კიკნაველიძემ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
აი, ეს იყო და ეს: ამის მეტად სტუმრებს არც შეუწუხებიათ "რუსთავის" გამოცდილი მეკარე მიხეილ ალავიძე, მაშინ, როცა საპირისპირო კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა! ერთ ეპიზოდში "გურია" მეკარე ლაშა ძაგანიამ გადაარჩინა, როცა მასპინძელთა ახალწვეულის რატი ცაცკრიალაშვილის სახიფათო "სტანდარტული" მოიგერია, შემდეგ კი ალექსანდრე შენგელიამ ცარიელი კარიდან გამოიტანა დათა სიჭინავას დარტყმული ბურთი.
თუმცა, "რუსთავის" საუკეთესო ბომბარდირმა დათა სიჭინავამ მეორე ტაიმში მაინც შეძლო "თავისი" გოლ(ებ)ის გატანა: მართლაც "საფირმო" საჯარიმო დარტყმითაც იხეირა და თავისივე წამოწყებული კომბინაციაც (მშვენივრად რომ გააგრძელა გიორგი გაფრინდაშვილმა) ზუსტი დარტყმით დააგვირგინა.
ეს კი არა, მასპინძელთა პირველ გოლშიც სწორედ დათა სიჭინავამ შეიტანა ლომის წილი: მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთის მოგერიება ლაშა ძაგანიას გაუჭირდა და ბესიკ ჩიმაკაძესაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია...
ეროვნული ლიგა 2. I ტური
04.03. მცხეთა. მცხეთა-პარკი
ვიტ-ჯორჯია-სამგურალი 3:0
გოლები: 1:0 გურ. გურეშიძე (10), 2:0 ზ. ღირდალაძე (55), 3:0 შ. დავლაშელიძე (76)
ვიტ ჯორჯია: ჯ. შეროზია, ბ. ტეტუნაშვილი, რ. ჩიტიშვილი, ა. ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე, შ. ექვთიმიშვილი, გურ. გურეშიძე, გ. ჭანკოტაძე (74. ც. მოსიაშვილი), შ. დავლაშელიძე (83. ო. მუხულიშვილი), პ. ღუდუშაური (71. კ. კახაბრიშვილი), ზ. ღირდალაძე.
სწათადარიგოები: გ. ვაზაგაშვილი, გ. კვარაცხელია, ი. კამლაძე, ლ. ისერგიშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
სამგურალი: დ. კუპატაძე, ბ. ბიბილაშვილი, უ. ბანძელაძე, გ. ნერგაძე, ნ. შალამბერიძე (46. ბ. ლაღაძე), ი. კილაძე, ც. ხარაბაძე, თ. ჯიმშელეიშვილი, გ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩხეტიანი (84. ლ. ჩიხლაძე), დ. ციცხვაია (46. დ. ჩიხლაძე).
სათადარიგოები: თ. კაკუშაძე, ზ. ენდელაძე, ზ. ფანცხავა, ი. კუჭუხიძე
მწვრთნელი: გია გიგატაძე
გაფრთხილება: შ. ექვთიმიშვილი - უ. ბანძელაძე, დ. ჩიხლაძე, ც. ხარაბაძე
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
04.03. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-გაგრა 0:0
მერანი: გ. კულუა, კ. მელიავა, ს. ორბელაძე, დ. მაისაშვილი, ვ. ლომაშვილი, ბ. ტეიდი, ვ. კურდღელაშვილი (89. ა. გიორგაძე), ა. შულაია, რ. გეწაძე, ს. ტრეტიაკი (89. ი. რუხაძე), რ. ბარაბაძე.
სათადარიგოები: შ. ჯიქია, ლ. წოწონავა, ზ. მამალაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაგრა: გ. ნადირაძე, თ. გაფრინდაშვილი, ლ. ქურდაძე, გ. გეთიაშვილი, გ. სამხარაძე, გ. კახიანი, შ. გვაზავა, ნ. ჯიშკარიანი (40. ო. ლუცენკო), გ. ქურდაძე (85. გ. წურწუმია), გ. ე. ტყეშელაშვილი, ლ. პაპავა (74. ზ. ხინთიბიძე).
სათადარიგოები: ბ. კაკუშაძე, გ. ტყეშელაშვილი, ზ. ქანთარია, ი. მაღრაძე
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
გაფრთხილება: რ. გეწაძე, ვ. ლომაშვილი, ბ. ტეიდი, კ. მელიავა - გ. ქურდაძე, ო. ლუცენკო
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
04.03. რუსთავი. ფოლადი
რუსთავი-გურია 3:1
გოლები: 0:1 გ. კაშია (31), 1:1 ბ. ჩიმაკაძე (57), 2:1 დ. სიჭინავა (62), 3:1 დ. სიჭინავა (74)
რუსთავი: მ. ალავიძე, გ. მინდორაშვილი, ე. კილაძე, ნ. აფაქიძე, გ. გაფრინდაშვილი, გ. ვასაძე, რ. ცაცკრიალაშვილი (72. გ. ჩიკვაიძე), ი. ქათამაძე, დ. სიჭინავა (80. გ. ნარიმანიძე), ი. გოგინაშვილი, ბ. ჩიმაკაძე (85. ზ. მეტრეველი).
სათადარიგოები: ზ. ლობჯანიძე, გ. გოცაძე, გ. სამადაშვილი, მ. მერლანი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გურია: ლ. ძაგანია, ა. შენგელია, ა. ბენაშვილი, დ. მოსიძე, ნ. კიკნაველიძე, ზ. გოგუაძე, ს. მალანია (85. ნ. წერეთელი), ლ. შარიქაძე (76. ნ. ნარიაშვილი), ლ. კოტრიკაძე, გ. კაშია (50. ბ. ბარბაქაძე), ს. ბახია.
სათადარიგოები: ლ. ლაბაძე, ი. ხვედელიძე
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
გაფრთხილება: ი. გოგინაშვილი, გ. მინდორაშვილი - ნ. ნარიაშვილი
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
04.03. თბილისი. ბენდელა
სიონი-ზუგდიდი 1:0
გოლი: 1:0 ზ. თევზაძე (52)
სიონი: თ. ზარქუა, თ. კირკიტაძე (89. ზ. ჯაფიაშვილი), ლ. კალანდაძე, ზ. თევზაძე, გ. გიორბელიძე, გ. ჭეიშვილი (75. ე. ლილუაშვილი), ზ. სიხარულია, გიორგი გურეშიძე, ა. კოშკაძე, ლ. მანაგაძე (70. ი. ხაბელაშვილი), ჯ. დვალი.
სათადარიგოები: ა. ყურაშვილი, ა. ნემსაძე, ს. აღდგომელაშვილი, ა. მაქაცარია
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
ზუგდიდი: ვ. ჯომიდავა, დ. ქირია, გ. მალანია, თ. აკობია, მ. რუხაია, ი. ჟვანია (84. ს. ფიფია), ა. წყაროზია, ნ. ქირია (64. ნ. ლაშხია), ც. სამუშია, ლ. კუკავა (74. ნ. ნარმანია), ა. ფარჯიკია.
სათადარიგოები: ბ. გაბედავა, გ. ბულია, ლ. აკობია, შ. მამინაშვილი
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
05.03. რუსთავი. ფოლადი
ცხინვალი-მეშახტე 2:2
გოლები: 0:1 ი. ბაჯელიძე (5), 1:1 ჯ. კასრელიშვილი (19), 2:1 თ. მაქაცარია (55), 2:2 გ. ვეკუა (69)
ცხინვალი: ვ. მელნიჩენკო, გ. ცერცვაძე, ჯ. კასრელიშვილი, მ. გელაშვილი, ნ. წივწივაძე, თ. ლომსაძე (52. ლ. გვალია), ს. ქრისტესიაშვილი (85. ლ. ლეჟავა), ე. სულთანიშვილი, გ. იოსელიანი, ლ. ქოჩლაძე, თ. მაქაცარია.
სათადარიგოები: ლ. ჯამარაული, ნ. კენჭაძე, ბ. მირიანაშვილი, დ. კერესელიძე
მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
მეშახტე: ა. ნონოსი, ლ. მჭედლიშვილი, მ. აფხაზავა, გ. ყურულაშვილი, ბ. გედენიძე, ბ. ქართველიშვილი, თ. კიკაბიძე (63. ს. ლომია), ნ. ჭკუასელი, ი. ბაჯელიძე (75. ვ. ხოსიტაშვილი), გ. ვეკუა, მ. ღონღაძე (83. მ. ნვანკვო).
სათადარიგოები: გ. გვენეტაძე, ი. კალაჯიშვილი, ლ. ჭოხონელიძე, ლ. ტყეშელაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: მ. გელაშვილი, ჯ. კასრელიშვილი, ნ. წივწივაძე - ი. ბაჯელიძე, გ. ვეკუა
არბიტრი: დ. სანოძე
მომდევნო ტური
10 მარტი
სამგურალი-რუსთავი
მეშახტე-გურია
ცხინვალი-მერანი
გაგრა-სიონი
11 მარტი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"