ამ ერთ თვეში, შესაძლოა, ესა თუ ის გუნდი მეტ-ნაკლებად გაძლიერდეს, მაგრამ დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე ჯგუფს ეყოლება გამოკვეთილი ფავორიტები: "მერანი", "რუსთავი" (ორივე - "თეთრი ჯგუფი"), "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" (ორივე - "წითელი ჯგუფი").
აქედან გამომდინარე, უინტერესო არ უნდა ყოფილიყო საკონტროლო მატჩი, სა
"გაგრასთან" (3:0), "ალგეთთან" (0:0) და ირანულ "თავრიზთან" (2:2) ჩატარებული საკონტროლო მატჩების შემდეგ "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობა დიდად არ შეუცვლია და საქართველოს ორგზის ჩემპიონს, "ვიტ ჯორჯიას" პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა: ლეგაშვილი - მინდორაშვილი, ბერუაშვილი, ვ. კილასონია, ლემონჯავა - გიგაური, გუჯაბიძე - ზაქრაძე, დ. სიჭინავა, ციცვიძე - მეტრეველი.
აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ მცირე ტრავმების გამო ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს მეკარე მიხეილ ალავიძემ, ცენტრალურმა მცველმა გიორგი ნარიმანიძემ და შემტევმა ზაზა ციცქიშვილმა.
ძირითადი მეკარის, ჯონი შეროზიასა და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, ასევე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა "ვეტერინართა" მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ კობიაშვილმა პირველ ტაიმში: ისერგიშვილი - მუხულიშვილი, კამლაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - ვაზაგაშვილი, გურამ გურეშიძე - ციხელაშვილი, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი - ღირდალაძე.
"რუსთავის" ახალწვეულებზე ადრეც ვწერდით, აი, "ვიტ ჯორჯიაში" კი ორი "ახალი სახე" ვიხილეთ: ძმები, გურამ და გიგა გურეშიძეები. აღსანიშნავია, რომ საყრდენი ნახევარმცველი, 26 წლის გურამ გურეშიძე ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა "ვიტ ჯორჯიაში", 20 წლის მარცხენა მცველი გიგა გურეშიძე კი პირველად იასპარეზებს "ვეტერინართა" რიგებში, სადაც, სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში თამაშობდა მათი შუათანა ძმა გიორგი გურეშიძე - 25 წლის ნახევარმცველი დღესდღეობით ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობს...
ახლა კი საკონტროლო მატჩის შესახებ, სადაც, უამრავი შექმნილი მომენტის მიუხედავად, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა: გურამ მინდორაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მასპინძელთა გამოცდილმა ცენტრფორვარდმა ზვიად მეტრეველმა რთული მდგომარეობიდან ეფექტური თავური დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
არადა, პირველ ტაიმში ანგარიში რამდენჯერმე უნდა შეცვლილიყო: იმავე ზვიად მეტრეველს კიდევ ორი კარგი შანსი ჰქონდა, ისე, როგორც მასპინძელთა ცენტრალურ მცველ ლევან ბერუაშვილს.
აღარაფერს ვამბობთ სტუმართა, ფაქტობრივად, 100-პროცენტიან მომენტზე: კახა კახაბრიშვილმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ზურაბ ღირდალაძესაც ზუსტი პასი არ დაუგვიანა, მაგრამ წინა სეზონის პირველი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდის თავკაცემა სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.
რუსთავი: ლეგაშვილი (ქარდავა) - გოცაძე, თაბუკაშვილი, ბერაძე, გულუა - ჯიოშვილი, მაისურაძე - ბარამიძე, მიქელაძე, ჩიკვაიძე - შენგელიძე;
ვიტ ჯორჯია: სტურუა, სეხნიაშვილი, კალანდია, მერაბიშვილი, ბრეგვაძე, ექვთიმიშვილი, მოსიაშვილი, ყარსიმაშვილი, ღუდუშაური, დანელია, ღირდალაძე.
უნდა ითქვას, რომ პირველისაგან განსხვავებით, შესვენების შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო, მაგრამ გოლის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ყველაზე რეალური მომენტი სტუმართაგან ისევ ზურაბ ღირდალაძეს ჰქონდა, მაგრამ "რუსთავის" მეკარემ, დავით ლეგაშვილმა ჩინებულად ითამაშა და თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.
"რუსთავის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში ერთმა ახალწვეულმაც ითამაშა: 27 წლის ნახევარმცველს, ნიკა მაისურაძეს სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდში (ცხინვალის "სპარტაკი", "ვიტ ჯორჯია", "ტორპედო", "ჩიხურა", "გურია") უთამაშია, წინა სეზონი კი პირველი ლიგის გამარჯვებულ "ლიახვში" (ცხინვალი) ჩაამთავრა.
მომდევნო საკონტროლო მატჩს "რუსთავი" 20 ივლისს გამართავს ასევე პირველლიგელ "ჭიათურასთან" და დიდი შანსია, რომ ვარლამ კილასონიას გუნდში კიდევ ერთი "ცნობადი" ახალწვეული ვიხილოთ, რომელსაც უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბში უთამაშია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"