ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება დაგეგმა: "დნიპროდან" "ზორიამდე"

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე შეკრებაზე 9 თებერვალს გაემგზავრება და იქ ორ კვირას დაჰყოფს. ლევან ხომერიკის გუნდი შეკრებაზე ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უკვე დაზუსტებულია, რომ მეტოქეებიდან ორი - უკრაინული კლუბი იქნება, ორი - ყაზახური, ხოლო ერთიც - უზბეკეთის წარმომადგენელი.

მატჩების განრიგი ასეთია: 12 თებერვალს ბათუმელები უკრაინის პირველი ლიგის მეშვიდეადგილოსან ჩერკასის "დნიპროს" ეთამაშებიან, 15 თებერვალს - ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენილ "აკჟაიკს", 17-ში  - უზბეკეთის "ალმალიკს" (მე-13 ადგილი უმაღლეს ლიგაში), ხოლო 20-ში ისევ ყაზახებს - იქაური პრემიერლიგის ბინადარ ყარაღანდის "შახტიორს", შეკრებას
კი უკრაინული ელიტის მესამეადგილოსან ლუგანსკის "ზორიასთან" სპარინგით დაასრულებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოდვაა ეს კლუბი ასეთ მდგომარეობაში.
მეორეს მხრივ კი რა ბინზესის ელიტა ჰყავს ამ ქალაქს ასეთი რომ ერთჯერადად ვერ შოუყარეს თავი, კაცურად დაემთავრებინათ მცირე სტადიონის შენება და კლუბს ბათუმშივე ეთამაშა? ალბათ ასე უნდა ამათ ფეხბურთი როგორც ნიანგს მეორე კუდი.
jarji21
12:33 01-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული