დღეს თბილისის "დინამო" პირველ შეკრებას "ჩერნომორეცთან" მატჩით დაასრულებს

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართავს. მატჩი ქალაქ ლარაში თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება.

თამაშის წინა დღეს ვიაჩესლავ გროზნიმ ფეხბურთელთა ნაწილი მსუბუქად დატვირთა, საღამოს გუნდს თეორიული მეცადინეობა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში ჩაუტარდა.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, ოდესის გუნდი, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი იცავენ, უკრაინის პრემიერლიგაში ამჟამად მე-7 ადგილზეა.

"ჩერნომორეცთან" სპარინგ-მატჩით დინამოელები პირველ შეკრებას დაასრულებენ, 5 თებერვალს კი სამშობლოში დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა ლარაში მანამდე სლოვაკურ "ჟილინასთან" (1:1), უკრაინულ
"დნიპროსა" (4:2) და მაკედონიურ "სილექსთან" (0:0) ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
იარაბეკს და ამას ვაბშე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან გახსოვთ ალბათ იმანაც როგორი ვარჯიშებით დაიწყო გამძლეობა არ მომწონსო და ლამის გადაწვა ფეხბურთელები..!
svan
13:47 04-02-2017
0
სვან შენ მოგწონს ის ტემპი რა ტემპითაც ჩვენი კლუბები თამაშობენ? გადაწვას კი არა უნდა "დახოცოს" და ვინც გაუძლებს ისინი ათამაშოს. ყველას ფეხბურთელი რომ ქვია იმიტოა დღეს ჩვენი საქმე კარგად.
რეზო
14:18 04-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული