თამაშის წინა დღეს ვიაჩესლავ გროზნიმ ფეხბურთელთა ნაწილი მსუბუქად დატვირთა, საღამოს გუნდს თეორიული მეცადინეობა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში ჩაუტარდა.
რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, ოდესის გუნდი, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი იცავენ, უკრაინის პრემიერლიგაში ამჟამად მე-7 ადგილზეა.
"ჩერნომორეცთან" სპარინგ-მატჩით დინამოელები პირველ შეკრებას დაასრულებენ, 5 თებერვალს კი სამშობლოში დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა ლარაში მანამდე სლოვაკურ "ჟილინასთან" (1:1), უკრაინულ