უკრაინელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მატჩის მესამე წუთზე კაბაევმა კუთხური ჩამოაწოდა, დავით ხოჭოლავამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. 8 წუთში დინამოელებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი კლუბში ახლახანს დაბრუნებულმა გიორგი გველესიანმა გამოიჩინა, 23-ე წუთზე კი მეკარე ლიტოვჩენკოს შეცდომით ხობლენკომ ისარგებლა - 2:1. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეკრებაზე ეს "დინამოს" ბოლო მატჩი იყო.