თბილისის "დინამომ" პირველი შეკრება "ჩერნომორეცთან" მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ლარაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" ბოლო ამხანაგური მატჩი ჩერნომორეცის "ოდესასთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

უკრაინელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მატჩის მესამე წუთზე კაბაევმა კუთხური ჩამოაწოდა, დავით ხოჭოლავამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. 8 წუთში დინამოელებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი კლუბში ახლახანს დაბრუნებულმა გიორგი გველესიანმა გამოიჩინა, 23-ე წუთზე კი მეკარე ლიტოვჩენკოს შეცდომით ხობლენკომ ისარგებლა - 2:1. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეკრებაზე ეს "დინამოს" ბოლო მატჩი იყო.
"დინამო" სამშობლოში ხვალ, 5 თებერვალს დაბრუნდება და ერთ კვირაში მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველსავე ოდნავ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდნენ.
მაგრამ არაფერია, იმუშავებენ, ივარჯისებენ, სუსტები წავლენ და ყველაფერი ადგილზე იქნება.
Jango
20:52 04-02-2017
0
დინამოს ფანი არ ვარ,მაგრამ მართლა არ იყო წასაგები ეგ თამაში.პირიქით ჯობდნენ კიდეც
beqa
21:28 04-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული