ბოლნისის "სიონი": კობა ჟორჟიკაშვილის ფიზიკა და სელექცია

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა", რომელიც ახალი სეზონისთვის "ბასაზე" ემზადება, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა "ცხინვალთან" და 2:2 ითამაშა.

ბოლნისელთაგან გოლები მანაგაძემ და ჯაფარიძემ გაიტანეს.

"სიონის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა მატჩი ასე შეაფასა:

"ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ ახლა ერთბაშად რამდენიმე ამოცანას ვჭრით. გუნდს ფიზიკურად ვამზადებთ და ვაწარმოებთ სელექციას. დაღლილობის ფონზე ხდება ბიჭების ფუნქციონალური მდგომარეობის შემოწმება. ეს თამაშები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, ვინ რა ეტაპზეა, რა შესაძლებლობები აქვს და გუნდს რამდენად გამოადგება", - თქვა ჟორჟიკაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ "სიონის" მიზანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს
ლიგაში (პრო ლიგა 1) დაბრუნება იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული