გუნდი ანტალიის აღმოსავლეთ საკურორტო ნაწილში, ლარას ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "კრემლში" დაბინავდა და ადგილზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
"ტორპედოს" ხელმძღვანელობამ 4 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა: 10 თებერვალს ბოსნიურ "სლობოდასთან", 13 თებერვალს - პოლონურ "პოდბესკიძიესთან", ხოლო 15-ში - მოსკოვის "დინამოსთან". რაც შეეხება ბოლო სპარინგს, ამ თამაშს "ტორპედო" სამშობლოში გამომგზავრების წინა დღეს, 20 თებერვალს ჩაატარებს, მეტოქეს კი ადგილზე გაარკვევს.
კახა ჩხეტიანმა ლარაში 24 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, კახა
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, გიორგი გურული, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ხურცილავა, გიორგი ქიმაძე;
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, ბიძინა მახარობლიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბექა ტუღუში, გრიგოლ დოლიძე, შალვა ფურცხვანიძე, ნიკა კვასხვაძე;
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, თორნიკე კაპანაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, დავით იონანიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"