ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრება დაიწყო და 4 სპარინგს გეგმავს

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისური კლუბის დელეგაცია თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. მეორე მოსამზადებელი ეტაპი ორ კვირას გაგრძელდება.

გუნდი ანტალიის აღმოსავლეთ საკურორტო ნაწილში, ლარას ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "კრემლში" დაბინავდა და ადგილზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

"ტორპედოს" ხელმძღვანელობამ 4 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა: 10 თებერვალს ბოსნიურ "სლობოდასთან", 13 თებერვალს - პოლონურ "პოდბესკიძიესთან", ხოლო 15-ში - მოსკოვის "დინამოსთან". რაც შეეხება ბოლო სპარინგს, ამ თამაშს "ტორპედო" სამშობლოში გამომგზავრების წინა დღეს, 20 თებერვალს ჩაატარებს, მეტოქეს კი ადგილზე გაარკვევს.

კახა ჩხეტიანმა ლარაში 24 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, კახა
მეშველიანი;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, გიორგი გურული, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ხურცილავა, გიორგი ქიმაძე;
ნახევარმცველები:
ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, ბიძინა მახარობლიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბექა ტუღუში, გრიგოლ დოლიძე, შალვა ფურცხვანიძე, ნიკა კვასხვაძე;
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, თორნიკე კაპანაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, დავით იონანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული