თბილისის "ლოკომოტივი": "დნიპროდან" მინსკის "დინამომდე" გაწერილია

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დაასრულა და უცხოური შეკრება დაგეგმა.

9-დან 24 თებერვლამდე გიორგი დევდარიანის გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება. "რკინიგზელები" იქ 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. პირველი მეტოქე დანიის პირველი დივიზიონის ბინადარი "ჰელსინგორია", რომელსაც "ლოკომოტივი" 12 თებერვალს დაუპირისპირდება. შემდეგ გრაფიკი ასეთია: 15 თებერვალი - დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", 18 თებერვალი - "ქაისარი" (ყაზახეთის პრემიერლიგა), 21 თებერვალი - "კატოვიცე" (პოლონეთის I დივიზიონის მეორეადგილოსანი) და ბოლოს 23 თებერვალი - პოპულარული ბელორუსული კლუბი მინსკის "დინამო".

არადა, "დნიპროს" ვებგვერდზე ეწერა, თითქოს, 15 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოს"
ხვდებიან. თუმცა, თავად ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, 15 თებერვალს მოსკოვის "დინამოს" ეთამაშებიან, რაც "ლელომაც" გაცნობათ.

დევდარიანმა თურქულ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: რევაზ თევდორაძე, ბექა ქურდაძე, ლუკა შეროზია;
მცველები: დავით უბილავა, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი გაბაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თემურ ღონღაძე, აკაკი ქიმერიძე;
ნახევარმცველები: ნიკა ჭანტურია, გეგა დიასამიძე, დავით სამურკასოვი, ვატო არველაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე ძებნიაური, რატი არდაზიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ლუკა კიკაბიძე, გიორგი კიკნაძე, ლუკა ვარძელაშვილი, ირაკლი კომახიძე;
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული