ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია [PHOTO]
კალენდარში ვერ ვხედავთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", რაც, ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ ეს კლუბი წელს პრო ლიგა 2-ში არ ითამაშებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიას პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მედიასთან საუბრისას ყოველთვის აცხადებდა, რომ მზად იყო, "ზესტაფონი" პრო ლიგა 2-ში დაეშვა და შემდეგ, სპორტული შედეგების მიხედვით, კლუბს
"ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა, სერგო ფუტკარაძემ გუშინ, 8 თებერვალს გაზეთ "ლელოსთან" საუბრისას კლუბის მხრიდან პრო ლიგა 2-ში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, როგორც ჩანს, უკვე დაგვიანებულია. მართალია, რამდენიმე დღეში სფფ-ს პრეზიდენტსა და "ზესტაფონის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა ვინ იცის, მხარეები რაზე შეთანხმდებიან. ისე კი, დამტკიცებული კალენდარი, როგორც წესი, არ იცვლება ხოლმე.
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შემოგვთავაზა პრო ლიგა 2-ში თამაში და ჩვენც დავთანხმდით. ასე რომ, დაველოდოთ სფფ-ს პოზიციას და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფედერაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვესაუბრეთ და პრო ლიგა 2-ში თამაშის მზადყოფნა მაშინ გამოვთქვით, როცა კალენდარი შედგენილი არ იყო", - გვითხრა იმერული კლუბის პრესსამსახურის უფროსმა.