მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ლანჩხუთის "გურია" თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს...

...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ "გურიაში" დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა.

დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა.

მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის "გურია" დროებით
გიგლა იმნაძემ
და მე მოვამზადოთ. ამ ეტაპზე ვარჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ლანჩხუთელ მოთამაშეებს შეუერთდებიან", - ამბობს ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა:

"სეზონის დასრულების შემდეგ "გურიიდან" ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ "გურია" დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
drogba-ს
ქინქლაძის არველაძეების კობიაშვილის კალაძის ქეცბაიას და ა.შ. ნაკრებს რათქმა უნდა უკეთესი შედეგი უნდა ქონოდა ვიდრე ნაკრებს რომელიც დღეს გაგვაჩნია რა გიკვირს?
nika
19:10 11-02-2017
0
Yvelam tavis mamidas mixedos merabim icis rasac gaaketebs gaskdit gulze
jemi
14:48 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული