...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.
"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ "გურიაში" დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა.
დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა.
მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის "გურია" დროებით
ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა:
"სეზონის დასრულების შემდეგ "გურიიდან" ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ "გურია" დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"