- ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის მიერ გავრცელდა განცხადება, რომ თურქულ შეკრებაზე მყოფი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ოჯახური მიზეზების გამო დატოვა და ის "დინამოში" მუშაობას აღარ გააგრძელებს.
60 წლის უკრაინელ სპეციალისტს "Спорт День за Днем"-ის ჟურნალისტი "დინამოს" განცხადების შემდეგ ესაუბრა.
"თბილისის "დინამომ" ჩემი წასვლის შესახებ გამოაცხადა? არაფერი ვიცი. ოფიციალურად? გმადლობთ, გავარკვევ", - უთხრა გროზნიმ ჟურნალისტს.