ინფორმაციის გადამოწმება თავად კაჭარავასთანაც ვცადეთ, რომელმაც კლუბთან მოლაპარაკებები დაგვიდასტურა.
"ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებებს "დინამოსთან" ვაწარმოებ და დღეს, ცოტა მოგვიანებით, კლუბის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, გავწვრთნი თუ არა "დინამოს".
რომელ მწვრთნელს არ სურს ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "დინამოა"?!", - გვითხრა კაჭარავამ.
კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-11 წლებში წვრთნიდა. ამის მერე მან "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა
შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.