ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე უკრაინის პირველლიგელ "დნიპროსთან" ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თურქულ ბელეკში მოსამზადებელ შეკრებას აგრძელებს. ლევან ხომერიკის გუნდი უკრაინის პირველი ლიგის მეშვიდეადგილოსან ჩერკასის "დნიპროს" შეხვდა.

ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, პირველი ნახევარი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს - თორნიკე თარხნიშვილმა ზუსტად შეასრულა პენალტი.

62-ე წუთზე წონასწორობა 34 წლის ოლექსანდრე კოვპაკმა აღადგინა - მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ბათუმელთა ცენტრალურმა მცველებმა უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უმეთვალყურეოდ დატოვეს, რასაც ახლო მანძილიდან ზუსტი თავური მოჰყვა - 1:1. ეს ანგარიში აღარ შეცვლილა.

დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, კვირკველია, გოგიტიძე (მგელაძე), სუხიაშვილი
(ქორიძე), თარხნიშვილი, შონია (ქუთელია), ფონიავა (კვანტალიანი), ქავთარაძე, ჟოვინიო (კეკუა), გორელიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული