"გაგრა" 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს "მცხეთა პარკზე" ჩაატარებს

AutoSharing Option
2017 წლის ჩემპიონატისთვის "გაგრამ" (რანგით მეორე ლიგა) კიდევ ორი ახალი მოთამაშე დაიმატა - გორის "დილას" ყოფილი მცველი გიგა სამხარაძე და ხობის "კოლხეთის" საყრდენი ნახევარმცველი გიგა წურწუმია.

"გაგრა" სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 26 თებერვალს, ვიცე-ჩემპიონ "ჩიხურასთან" გამართავს. საჩხერელები თურქული შეკრებიდან 20 თებერვალს დაბრუნდებიან და ამის მერე გადაწყდება, გუნდები ივანწმინდაში ითამაშებენ თუ მცხეთაში.

სხვათა შორის, "გაგრა" სწორედ მცხეთაში ("მცხეთა პარკი") ჩაატარებს 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს. ახლაც ანატოლი პისკოვეცი გუნდს მცხეთაში ავარჯიშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული